აკადემიური

ფაკულტეტის განვითარება

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

სიახლეები
სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან
2026-08-01

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

დეპარტამენტის შესახებ

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა 2019 წლის თებერვალში თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების (აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა, 2017), ავტორიზაციის ექსპერტთა რჩევის (უფრო მეტი პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისთვის, მედიცინის სწავლების უნარებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ადმინისტრაციული მართვისთვის, 2018) და მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნის (სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით პედაგოგების ტრენინგების აუცილებლობა) გათვალისწინებით.

მიზანი

დეპარტამენტის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და მუდმივად განვითარებადი კვალიფიციური გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც იზიარებს აკადემიის მისიას, ხედვას სწავლებისა და კვლევითი მიმართულებით და აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას.

სიახლეები

ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

2025-03-10

ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის განვითარები…

თსა EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში

2025-02-11

თსა EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში

აპლიკაციის შესარჩევი საფეხურების გავლის შედეგად, თსა-ს განაცხადი წარმატებით იქნა მიღებული ევროპის უნ…

სწავლა სახალისოა

2025-01-23

სწავლა სახალისოა

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ხელს …

პროფესორი ჯულიო პეტრონიო თსა-ში

2024-12-11

პროფესორი ჯულიო პეტრონიო თსა-ში

თსა-მ კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორს, ჯულიო პეტრონიოს უმასპინძლა. ვიზიტი მოლისეს უნივერსიტეტისა …

აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

2024-12-02

აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2024 (MEDIC 2024)” ფარგლ…

ვიზიტი სანტიეგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

2024-11-20

ვიზიტი სანტიეგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსა ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის …

AMSE - 2024

2024-10-30

AMSE - 2024

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას წელს თესალონიკმა (საბერძნეთი) …

თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

2024-10-16

თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

„სადოქტორო განათლების ხარისხი“ - ამ სახელწოდების ტრენერთა ტრენინგს უმასპინძლა დუბროვნიკმა (ხორვატია)…

ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

2025-03-10

აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, თსა-ში ტრენინგების კვირეული ჩატარდა.

პირველი ტრენინგი რეფლექსიურ სესიას დაეთმო, რაც გულისხმობს  პორტფოლიოს მენტორების ყოველსემესტრულ შეხვედრას. შეხვედრის მიზანი იყო პორტფოლიოში არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგის ფარგლებში, მენტორებმა, მათთვის სპეციალურად შემუშავებული თვითანალიზის ფორმის მიხედვით  მოახდინეს თვითშეფასება, თუ რამდენად კარგად იცნობენ პორტფოლიოს როლს თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში  და რამდენად სწორად აძლევენ უკუკავშირს სტუდენტებს. შეხვედრის მონაწილენი ასევე გაეცნენ მენტორობის მიმართულებით გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას. ნანუკა წიკლაურმა და მარიამ გუგუშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილეს ერთ-ერთი სტატია “How do mentors perceive and perform their role in a reflection-based mentoring programme for medical students?” (Ghent University, International Journal of Medical Education. 2024. October).

გამოცდილების გაზიარება - შეხვედრას ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის განმახორციელებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაიხსნა თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორის, გელა ბესელიას პრეზენტაციით "მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები". დამსწრე აუდიტორიამ ასევე განიხილა საკითხი, რომ სასურველია მსგავსი შეხვედრების ხშირად ორგანიზება, სადაც გარკვეულ თემებს დარგის სპეციალისტები  წარადგენენ.

ტრენინგების კვირეულის ფარგლებში, ერთი შეხვედრა დაეთმო ანატომიური მაგიდის - (Anatomage) შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. აღნიშნულ ტრენინგს დაესწრნენ ანატომიის სასწავლო კურსის განმახორციელებლები, რომელთა მიზანი იყო ანატომიური მაგიდის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობების გაცნობა და მათი სასწავლო პროცესში ჩართვა.

შეფასება სამედიცინო განათლებაში, როგორ შევქმნათ MCQ ტესტი - აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები - ვახო დეისაძე და ჯიმი ბრეგვაძე. მათ ტრენინგის მონაწილეებს  გააცნეს საერთაშორისო რეკომენდაციები და მათ საფუძველზე აკადემიაში შემუშავებული  MCQ ტესტის შექმნის 10 წესი, რომლითაც სავალდებულოდ უნდა იხელმძღვანელონ თსა-ს ლექტორებმა.

თსა EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში

თსა EUA-ს თემატურ სამუშაო ჯგუფში

2025-02-11

აპლიკაციის შესარჩევი საფეხურების გავლის შედეგად, თსა-ს განაცხადი წარმატებით იქნა მიღებული ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ და თსა მონაწილეობას მიიღებს 2025 წლის EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ჯგუფის მუშაობა ორიენტირებულია პერსონალის განვითარებაზე და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობაზე.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს გამოცდილება ევროპის უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების შესახებ, ასევე გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით და შესაბამისად ჩაერთოს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პოლიტიკის შემუშავებაში  პერსონალის განვითარების გზით  სწავლა-სწავლების  ხარისხის  გაუმჯობესების მიმართულებით , რაც ბოლონიის პროცესით არის გათვალისწინებული.  თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება   EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე.

EUA თემატური  სამუშაო   ჯგუფების (TPG) ძირითადი მიზნებია:

• ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა - სწავლების ორგანიზებისა და განხორციელების საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების განხილვა და შესწავლა;

•  სწავლა - სწავლების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა შერჩეულ თემებთან დაკავშირებული ძირითადი მოსაზრებების გამოვლენითა და გათვალისწინებით.

 TPG 2025 ყურადღებას გაამახვილებს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალის განვითარებაზე, შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება პერსონალისა და სტუდენტის პარტნიორობამ მრავალფეროვანი გახადოს სწავლების პროცესი, მხარი დაუჭიროს პერსონალის განვითარებას და ხელი შეუწყოს სწავლების უფრო ინკლუზიურ მიდგომას.

თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენენ აკადემიას EUA თემატურ სამუშაო ჯგუფში ერთი წლის განმავლობაში (2025 მარტი - 2026 თებერვალი).

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, თსა წარმატებით მონაწილეობდა EUA AI Task-and-Finish Group-სამუშაო ჯგუფში, კვლევებში თსა-ს ვიცე-რექტორის ეკა კლდიაშვილის აქტიური მონაწილეობით.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) აერთიანებს 850-ზე მეტ უნივერსიტეტს ევროპის 49 ქვეყანაში. EUA გადამწყვეტ როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში და გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე უმაღლეს განათლებაში. სხვა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყვეტი თანამშრომლობით, EUA უზრუნველყოფს ევროპული უნივერსიტეტების დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას.

სწავლა სახალისოა

სწავლა სახალისოა

2025-01-23

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს თვითგანვითარების უნარის ჩამოყალიბებას და ზრდის სტუდენტის პასუხისმგებლობას საკუთარი ცოდნის ფორმირებაზე. თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდია (TBL, Flipped Classroom, CBCR, Portfolio და სხვა) ინტეგრირებული, თუმცა თსა-ს მოტივირებული ლექტორები თავის მხრივაც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობის ორგანიზებას, რაც მოიცავს აქტიური სწავლების სხვადასხვა მაგალითს. 

ბიოქიმიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორის მარიამ ნიკოლაშვილის ინიციატივით, ჩატარდა ბიოქიმია 1ის საახალწლო-სახალისო შეჯიბრი. 

აქტივობაში მონაწილეობდა პირველი სემესტრის 25 სტუდენტი, რომლებიც მცირე (3-4 სტუდენტი) ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. მათ ევალებოდათ დროის შეზღუდულ მონაკვეთში ამოეცნოთ ბიოქიმიასთან დაკავშირებული კლინიკური კორელაციები და ეპასუხათ ბლიც-კითხვებზე.

შეჯიბრი წარიმართა სახალისოდ, საინტერესო, არასტრესულ გარემოში, სტუდენტების აქტიური ჩართულობით. 

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. 

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახალისო პროცესი ზრდის მოტივაციას სწავლისადმი, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციის უნარებს, ხელს უწყობს სიღრმისეულ სწავლას და ზრდის სტუდენტის პასუხისმგებლობას საკუთარი ცოდნის ფორმირებაზე. 

პროფესორი ჯულიო პეტრონიო თსა-ში

პროფესორი ჯულიო პეტრონიო თსა-ში

2024-12-11

თსა-მ კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორს, ჯულიო პეტრონიოს უმასპინძლა. ვიზიტი მოლისეს უნივერსიტეტისა (UNIMOL-იტალია) და თსა-ს შორის Erasmus + თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. პროფესორმა პეტრონიომ შეხვედრები გამართა აკადემიის ადმინისტრაციასთან, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, კვლევისა და საერთაშორისო მიმართულების ვიცე რექტორებთან, საერთაშორისო დეპარტამენტის, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერება და Erasmus+ პროექტის გაგრძელება.

მოწვეულმა სპიკერმა ლექციები გამართა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის. ლექციის სასაუბრო თემა იყო: "ხელახლა წარმოქმნილი ვექტორებით გადამდები დაავადებები: ეპიდემიოლოგიიდან რეზისტენტობამდე" და მიზნად ისახავდა ხელახლა წარმოქმნილი ვექტორული დაავადებების მიმოხილვას. ფოკუსირება გაკეთდა მათ ეპიდემიოლოგიაზე, ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მათ განვითარებას და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდას.

ლექციის დროს პროფესორმა განიხილა შემდეგი საკითხები:

• ვექტორებით გადამდები დაავადებები, ძირითადი ვექტორები და ხელახლა გაჩენილი დაავადებების მაგალითები (როგორიცაა: დენგუს ცხელება, მალარია, ზიკა, ჩიქუნგუნია);

• ეპიდემიოლოგია და ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების ხელახლა გაჩენას, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, ურბანიზაციას და გლობალურ მოგზაურობას;

• დაავადების გადაცემის დინამიკა და მასპინძელი ვექტორ-პათოგენის ურთიერთქმედება;

• ანტიმიკრობული მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის პრობლემები.

თითოეული ლექცია დასრულდა ინტერაქციული კითხვა-პასუხით, რომელმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სტუდენტებთან დისკუსიას და ჩართულობას. 

აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

2024-12-02

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2024 (MEDIC 2024)” ფარგლებში, თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიონალიზაციის მიზნით, ფაკულტეტის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტების  ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული ვორქშოფები:

26 ნოემბერი   - "Teacher’s self-reflection as a tool for faculty development"   

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ თვითანალიზის, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარების კომპონენტის მნიშვნელობას  და ამ მიმართულებით არსებულ  საერთაშორისო  რეკომენდაციებს. გარდა ამისა, მონაწილეებმა ინდივიდუალურად შეავსეს აკადემიის მიერ საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული პედაგოგის თვითანალიზის ფორმა. დოკუმენტი აძლევს პედაგოგს შესაძლებლობას, საკუთარი საქმიანობა შეაფასოს წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტებთან/დოკუმენტებთან მიმართებით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ინტერაქციული ფორმით იმსჯელეს რამდენად დაეხმარება თვითანალიზის ხსენებული ფორმა პედაგოგს საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებაში. 

27 ნოემბერი: “Holistic approach to doctoral supervision: expectations, roles and responsibilities

შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სადოქტორო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, ასოციაცია PRIDE-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

შეხვედრის მონაწილეებს მოდერატორმა გააცნო მოლოდინები სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებისადმი, მათი უფლება/მოვალეობები, საერთაშორისო რეკომენდაციები. ღონისძიების მონაწილეებმა ინტერაქციულად იმსჯელეს საერთაშორისო პრინციპებისა და გამოცდილების აკადემიაში დანერგვის შესაძლებლობებზე. 

28 ნოემბერი:  How to convert abstract to research paper

შეხვედრის მონაწილეებს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით - ეკატერინე კლდიაშვილმა, გააცნო სამეცნიერო ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები, სამეცნიერო ნაშრომის შესრულების ეტაპები, საერთაშორისო ჟურნალების მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომისადმი. 

შეხვედრის მონაწილეებმა ინტერაქციული ფორმით იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვთ სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომის წარდგენისას, და ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობებზე.

 

ვიზიტი სანტიეგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

ვიზიტი სანტიეგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

2024-11-20

თსა-ს მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსა ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე, პერსონალის განვითარების პროგრამის - Erasmus Staff Mobility ფარგლებში იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში (11-17 ნოემბერი) მან მონაწილეობა მიიღო ანტიბიოტიკორეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულში და წარადგინა პრეზენტაცია - Hints of Antibiotic Resistance – Bacteriophages.  

მობილობის ფარგლებში მას საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა ესპანელი კოლეგების გამოცდილება სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის სწავლებასთან დაკავშირებით და ასევე გასცნობოდა მასპინძელი უნივერსიტეტის კვლევით შესაძლებლობებს. 

AMSE - 2024

AMSE - 2024

2024-10-30

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას წელს თესალონიკმა (საბერძნეთი) უმასპინძლა. თსა-ს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით მარიკა თხელიძე, ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა მაღლაკელიძე, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი მაგდა ტვილდიანი და რექტორის მიმდინარე საკითხების კოორდინატორი ანა მამისეიშვილი, წარადგინა ორი პოსტერ - პრეზენტაცია: “Application of photography and storytelling in developing medical students’ attitudes towards practice in remote and rural areas” და “International Students Experiences: Enhancing Critical Analysis and Decision-Making Skills with Virtual Patient Simulation”.

გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ მთელ რიგ აქტივობებში, მათ შორის ლექციებში, პანელური დისკუსიებსა და სემინარებში.

ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავდა ცოდნისა და პაციენტზე ორიენტირებული მაგალითების გაზიარებას, ასევე ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას.

AMSE-ს ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამედიცინო სკოლებისთვის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. ასევე, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის კავშირების გასაძლიერებლად.  

ღონიესძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ ეთანამშრომლათ ექსპერტებთან და დარგის პროფესიონალებთან მთელი ევროპის მასშტაბით, ასევე, მიეღოთ ინფორმაცია სამედიცინო განათლების, კვლევისა და პაციენტის მოვლის უახლესი მეთოდების შესახებ.

თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

2024-10-16

„სადოქტორო განათლების ხარისხი“ - ამ სახელწოდების ტრენერთა ტრენინგს უმასპინძლა დუბროვნიკმა (ხორვატია).  ღონისძიება ორგანიზებული იყო სადოქტორო პროგრამების ხარისხის ევროპული სისტემის (ORPHEUS) მიერ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ზარნაძემ და  თსა-ს საგრანტო კომიტეტის წევრმა, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლოლაძემ.

ტრენერთა ტრენინგის მიზანი იყო, სადოქტორო პროგრამების  ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის ტრენინგის პროგრამების შექმნა. 

სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ერთობლივად იმუშავეს სამეცნიერო ხელმძღვანელების ტრენინგ პროგრამაზე და მიიღეს უკუკავშირი ტრენინგის ფასილიტატორებისაგან. ტრენინგების შემდგომ, კი დამოუკიდებლად შეიმუშავეს საკუთარი უნივერსიტეტების ტრენინგ-პროგრამები სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის.

ტრენინგს ფასილიტაციას უწევდნენ კაროლინსკას უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო პროგრამების დეკანი რობერტ ჰარისი, ვიცე-პრეზიდენტი ჯენეტ კარტუნი და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი პროფესორი ჯოანა ალმეიდა პალჰა. ტრენინგს ასევე ესწრებოდა ORPHEUS-ის პრეზიდენტი  ჯონ გრიმერსი. 

შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპის 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 წარმომადგენელი. 

 

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

2026-08-01

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამის განხორციელების პირველი წლის გამოცდილების გაზიარება, რეფლექსია, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღიად ესაუბრათ საკუთარი გამოცდილების შესახებ, გაეზიარებინათ წარმატებული პრაქტიკები, განეხილათ არსებული სირთულეები და ერთობლივად ემსჯელათ მათი გაუმჯობესების გზებზე. კოლეგებს შორის გამოცდილების გაცვლამ ხელი შეუწყო ახალი იდეების, სწავლების ეფექტური სტრატეგიებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა ლექციებისგან თავისუფალი პროგრამის ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირსა და მიმართულებების ხელმძღვანელებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს. რეფლექსიურ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამების ხელმძღვანელები და დეკანი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მოისმინეს აკადემიური პერსონალის მოსაზრებები და გამოცდილება, ასევე წარმოადგინეს მნიშვნელოვანი უკუკავშირი.

პროგრამების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები და რეფლექსიური პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია ლექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ინოვაციების წარმატებით განხორციელებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.



კვლევის დღე

კვლევის დღე

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
  • ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
  • კიბოს ბიომარკერების კვლევა;
  • ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (Medical Educator) სტატუსი. მათ წარმატებით დაასრულეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ-კურსი და მიიღეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს:

  • ია ავალიანი - ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 
  • კახა ბრეგვაძე - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • ბიძინა ჩაჩხიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ანა მამისეიშვილი - რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
  • ინა ლეშკაშელი - სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი.

თბილისის სამედიცინო აკადემია განაგრძობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მიმართულებით. ამ პროცესში AMEE-ის ESME (Essential Skills in Medical Education) პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს თბილისის სამედიცინო აკადემიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ის საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ.

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფში, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, თბილისის სამედიცინო აკადემიას ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენდნენ. 

ანგარიშში თავმოყრილია თსა-ს მიერ, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, აღწერილია თსა-ს პერსონალის განვითარებისთვის დანერგილი სწავლა-სწავლების მოდელის საუკეთესო გამოცდილება. ამ ანგარიშის მიზანია, გააერთიანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები, შექმნას პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ქმნის: ერთი მხრივ, აკადემია აქტიურად მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საქმიანობაში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მეორე მხრივ, თავადაც იღებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და პრაქტიკული ჩარჩო, ხელს უწყობს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიან განხორციელებას ევროპულ უმაღლეს განათლებაში.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უორვიკის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლინშოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი). სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია: იონას ლეშკე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტრატეგიული სასწავლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი (გერმანია).



CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.

გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.

ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.

 



VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu

თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence” ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით. 


პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ იანუშ იანჩუკოვიჩს და მის კოლეგებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან გამოცდილების გაზიარება.

ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე ხედვა და მეთოდოლოგია სამედიცინო პროფესიონალიზმის განსაზღვრისა და სწავლების მიმართულებით. ასევე, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმუნოლოგიაში გამოყენებული ინოვაციური მეთოდებისა და ტრავმაზე ორიენტირებული მოვლის/განათლების შესახებ. ინტერაქტიული ლექციების პარალელურად, სამუშაო შეხვედრები დაეთმო ლიდერობისა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები თსა-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე გამოცდილება სასწავლო პროგრამაში სამედიცინო პროფესიონალიზმის სწავლების და შეფასების შესახებ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ხსენებულ საკითხებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ნაწილი დაეთმო ერთიანი ჯანმრთელობის (one-health approach) მიდგომას და პლანეტარული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. 

თსა-სთვის გამორჩეულად სასიამოვნო და საპატიო იყო პოლონელი კოლეგების მასპინძლობა და გეგმავს თანამშომლობის გაძლიერებას ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და ტრანსდისციპლინური საქმიანობის მიმართულებით.


EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფორუმის ძირითადი თემა იყო ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემია წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებული პროფესორმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა. აკადემიის წარმომადგენლებმა, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაცის თემატური სამუშაო ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შედეგები. კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფის ფასილიტაციაში, რომელიც შეეხებოდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას პერსონალის განვითარების მიმართულებით.