აკადემიური

ფაკულტეტის განვითარება

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

სიახლეები
სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან
2026-08-01

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

დეპარტამენტის შესახებ

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა 2019 წლის თებერვალში თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების (აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა, 2017), ავტორიზაციის ექსპერტთა რჩევის (უფრო მეტი პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისთვის, მედიცინის სწავლების უნარებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ადმინისტრაციული მართვისთვის, 2018) და მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნის (სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით პედაგოგების ტრენინგების აუცილებლობა) გათვალისწინებით.

მიზანი

დეპარტამენტის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და მუდმივად განვითარებადი კვალიფიციური გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც იზიარებს აკადემიის მისიას, ხედვას სწავლებისა და კვლევითი მიმართულებით და აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას.

სიახლეები

ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

2024-09-19

ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

თსა-ში ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა, შეხვედრების მიზანი იყო ლექტორების ახალ…

AMEE - 2024

2024-09-04

AMEE - 2024

თსა-ს წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლებისადმი მიძღვნილ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიი…

თსა-ს დელეგაცია რადბაუდის უნივერსიტეტში

2024-08-27

თსა-ს დელეგაცია რადბაუდის უნივერსიტეტში

თსა მუდმივად უზრუნველყოფს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას სწავ…

ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

2024-08-05

ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

22.07-25.07.2024 ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „VOSCE (ვირტუ…

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში

2024-07-30

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში

თსა-ს ფაკულტეტის განვითარებისა და კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამუშაო შეხვე…

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

2024-07-04

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე 22.07-25.07.2024 პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედი…

ტრენინგები ლექტორებისთვის

2024-06-19

ტრენინგები ლექტორებისთვის

თსა მუდმივად ატარებს ტრენინგებს აკადემიური და მოწვეული ლექტორებისათვის სამედიცინო განათლების მეთოდოლ…

AMEE - სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი

2024-06-17

AMEE - სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი

თსა-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვა. მედიცინის სკოლის …

ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

2024-09-19

თსა-ში ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა, შეხვედრების მიზანი იყო ლექტორების ახალ სამუშაო სივრცეში ინტეგრაციის  ხელშეწყობა. 

შეხვედრის ფარგლებში ახალ ლექტორებს აკადემიის ვიცე-რექტორმა კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილმა გააცნო აკადემიის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, დეკანმა ლალი მეკოკიშვიმა საორგანიზაციო საკითხები და ადმინისტარციასთან კომუნიკაციის შესაძლებლობები. ინსტიტუციური კულტურის განვიტარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ კი, მონაწილეებს ვორკშოფის საშუალებით მისცა შესაძლებლობაგაეანალიზებინათ აკადემიის მისია. 

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ თსა-ს საგანმანანთლებლო პროგრამას.  საბიბლიოთეკო რესურსებს და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსა-ს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და ბიბლიოთეკა. 

ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ნინო სიხარულიძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა აკადემიაში დამკვიდრებული ხარისხის კულტურაზე და ლექტორების ჩართულობაზე ხარისხის უზრუნველსაყოფად. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ დეისაძემ მონაწილეებს გააცნო საგამოცდო ცენტრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და გამოცდების სტანდარტიზაციის პროცესი.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო განათლებაში ჩართული ლექტორის კომპეტენციათა ჩარჩოს, რომელიც ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE მიერ მოწოდებული გზამკვლევებისა და რონალდ ჰარდენის სახელმძღვანელოს - Eight Roles of the Medical Teacher საფუძველზე  აკდემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა. 

შეხვედრის დასასრულს, მედიცინის სკოლის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა ცისანა ლომაშვილმა ახალ ლექტორებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხეს.

შეხვედრის შემდეგ, ლექტორები წერენ თვით-ანალიზს, სადაც ასახავენ მიღებული ინფორმაციის ღირებულებას და სწავლების პროცესში პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. ლექტორებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძვეკზე ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი გეგმავს შემდგომ აქტივობებს  ლექტორებისათვის.

 

 

AMEE - 2024

AMEE - 2024

2024-09-04

თსა-ს წარმომადგენლებმა სამედიცინო განათლებისადმი მიძღვნილ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას, AMEE -2024 (24.08-28.08) წელს  ბაზელმა (შვეიცარია) უმასპინძლა, სადაც აკადემიამ სამი პრეზენტაცია წარადგინა.

  • Exploring Perspectives on Death and Dying Among Final-Year Undergraduate Medical Students at Tbilisi Medical Academy, Georgia - კახა ბრეგვაძე, სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების კოორდინატორი;

  • Explore to Real and Virtual patients as professional perception and motivation for preclinical medical students - მაგდა ტვილდიანი, Horizon Europe საგრანტო ოფისის კოორდინატორი და დეა გოდერძიშვილი, სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი

  • Introducing GOTs (growth-oriented tests) – relative freedom with responsibility - ბიძინა ჩაჩხიანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე და ვახო დეისაძე, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, დაესწრნენ პლენარულ სხდომებსა და გამოფენებს. 

Connect, Grow and Inspire - ამ ეგიდით მიმდინარეობდა წლევანდელი კონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის ათასობით წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ჯანდაცვის განათლების უახლესი ტენდენციების გაცნობის მიზნით. 

თსა-ს დელეგაცია რადბაუდის უნივერსიტეტში

თსა-ს დელეგაცია რადბაუდის უნივერსიტეტში

2024-08-27

თსა მუდმივად უზრუნველყოფს აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას სწავლა - სწავლების, შეფასების მეთოდების და სამეცნიერო-კვლევითი უნარების გაუმჯობესების მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თსა-ს წარმომადგენლებმა მარიამ ნიკოლაშვილმა, ნათია გარუჩავამ, მარიამ გოგაძემ, ინა ლეშკაშელმა და თინათინ ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში, რომელსაც რადბაუდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, (ნიდერლანდები, ქ. ნაიმეგენი).


Erasmus+ Staff mobility პროგრამის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ რადბაუდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგ-კურსს: SEM (Structural Equation Modeling), Excellence beyond borders: Breaking down barriers in gifted education, INSIGHTS: Integrating sex and gender in health sciences.


გაცვლით პროგრამაში მონაწილეების  შერჩევა მოხდა ღია კონკურსის წესით, თსა-ს შესარჩევი კომისიისა და რადბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მიერ. 


ნიდერლანდებში მიღებულ გამოცდილებას კი პროგრამის მონაწილეები შემოდგომაზე გაუზიარებენ კოლეგებს აკადემიაში.

 

ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

2024-08-05

 22.07-25.07.2024   ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი -  „VOSCE (ვირტუალური OSCE)  - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”  (Digitalized tool for  Objective Structured Examination of Clinical Reasoning Skills of Medical Students)

ტრენინგი აკრედიტებული იყო  უწყვეტი სამედიცინო განათლების  აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EACCME®) მიერ   (17 CME კრედიტით)

4 დღის განმავლობაში აკადემიამ 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის ( მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Alte უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტი, ერევნის ტრადიციული მედიცინის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერალას უნივერსიტეტი (ინდოეთი), თბილისის სამედიცინო აკადემია) 41 წარმომადგენელს უმასპინძლა ( 25 დასწრებით, 16 ონლაინ).

ტრენინგ/კურსის მიზანი იყო - სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE )   გაცნობა. 

4 დღიანი დატვირთული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად საშუალება ჰქონდათ ჯგუფურად მოემზადებინათ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის (OSCE) და ასევე დასწრებოდნენ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE  და OSCE).  ტრენინგის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მოერგოთ სტუდენტის როლი და გამოეცადათ საკუთარი თავი  VOSCE-ის ფარგლებში 

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების - ია ავალიანი, ცისანა ლომაშვილი, აკაკი სეფაშვილი, ხატია ხატიაშვილი, თათია შოთაძე, ბერიკა კიკნაძის - მიერ.

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში

ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში

2024-07-30

თსა-ს ფაკულტეტის განვითარებისა და კვლევითი  და დოქტორანტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა  Journal Club გაიმართა.

Journal Club პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი აქტივობაა,  სადაც სფეროს ექსპერტები განიხილავენ თანამედროვე ლიტერატურას, სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Journal Club თემა იყო ხელოვნური ინტელექტი  უმაღლეს განათლებაში -  შესაძლებლობები და გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეებს HORIZON EUROPE საგრანტო ოფისის კოორდინატორმა მაგდა ტვილდიანმა წარუდგინა ჟურნალში „Medical Teacher“ 2023 წელს გამოქვეყნებული სტატია - Ethical use of Artificial Intelligence in Health Professions Education.

კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა კლდიაშვილმა, რომელიც ამავდროულად ევროპის უნივერსიტეტების ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ჯგუფის წევრია, წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტი, როგორც უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის შესაძლებლობა.

ხოლო, სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების კოორდინატორმა საბა იორდანიშვილმა და საერთაშორისო სტუდენტთა კოორდინატორმა საიფ რუსტუმმა ისაუბრეს, თუ როგორ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტუდენტებთან და ლექტორებთან შემდგომი დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე და ასევე ხაზი გაუსვეს თსა-ში ამ მიმართულებით მოქმედი კლუბის მუშაობაში ლექტორების ჩართულობის მნიშვნელობას. 

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

2024-07-04

რეგისტრაცია EACCME® მიერ აკრედიტებულ კურსზე

22.07-25.07.2024 პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) გთავაზობთ უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EACCME®) მიერ აკრედიტებულ ოთხ დღიან ტრენინგ კურსს (17 CME კრედიტით).

„VOSCE (ვირტუალური OSCE) - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”  (Digitalized tool for  Objective Structured Examination of Clinical Reasoning Skills of Medical Students).

კურსი განკუთვნილია სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერი პირისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩართულია სტუდენტების სწავლებასა და შეფასებაში, მიუხედავად მათი გამოცდილებისა. 

ტრენინგ/კურსის მიზანი - სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE) გაცნობა. 

ტრენინგის ფარგლებში თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად საშუალება გექნებათ ჯგუფურად მოამზადოთ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის და ასევე დაესწროთ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE და OSCE).

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების მიერ (სპეციალისტები სამედიცინო განათლებაში)ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - SAFEMED+ Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of Safety and Quality of Patient Care გამოცდილების მიხედვით. SAFEMED+-ის პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარების სწავლების მოდერნიზაცია და  კურიკულუმში დანერგვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი შესაბამისი კრედიტ ქულებით.

ინსტრუქციის ენა - ინგლისური.

ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. იჩქარეთ, მსმენელების რაოდენობა შეზღუდულია - 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScSR10_Cmar_ELoXo-SgURYoxX_1fL-qD111heWq-Mhqqp1TA/viewform 

ტრენინგის პროგრამა იხილეთ აკადემიის ვებგვერდზე   https://tma.edu.ge/vosce 

თსა-ს პარტნიორი უნივერსიტეტებისთვის მონაწილეთა დასწრება უფასოა.

ტრენინგები ლექტორებისთვის

ტრენინგები ლექტორებისთვის

2024-06-19

თსა მუდმივად ატარებს ტრენინგებს აკადემიური და მოწვეული ლექტორებისათვის სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით. ამჯერად, ტრენინგი გაიმართა თემაზე: „უკუკავშირი სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ეფექტური უკუკავშირის პრინციპებს და შესაბამის საერთაშორისო რეკომენდაციებს. ასევე, განიხილეს უკუკავშირის როლი და ადგილი თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენერის მიერ მიწოდებული დავალების (უკუკავშირის მაგალითი) ირგვლივ იმსჯელეს. ტრენინგს უძღვებოდა ნატალია კოჭლაშვილი. 

 

ტრენინგის მომდევნო დღე კი დაეთმო საკითხს „შეფასება სამედიცინო განათლებაში, როგორ შევქმნათ სტანდარტული MCQ“. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ MCQ ტესტის შექმნის საერთაშორისო პრაქტიკას და იმ რეკომენდაციებს, რომლითაც ხელმძღვანელობს აკადემია. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კარგი და ცუდი ტესტის არაერთი ნიმუში. ტრენინგს უძღვებოდნენ თსა-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელები - ვახო დეისაძე და ჯიმი ბრეგვაძე. 

 

AMEE - სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი

AMEE - სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი

2024-06-17

თსა-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვა.

მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ სტუდენტებთან ურთიერთობის მიმართულებით თინათინ ახვლედიანმა და საერთაშორისო სტუდენტთა კოორდინატორმა საიფ რუსტუმმა დაწარმატებით გაიარეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ - კურსი და სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს. 

თბილისის სამედიცინო აკადემია კვლავ განაგრძობს პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით. შესაბამისად, AMEE-ს მიერ შემოთავაზებული ტრენინგ-კურსები ESME - „ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში“ - წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე. ხოლო, თსა-სთვის კი უმნიშვნელოვანესია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ს რეგიონული, საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

2026-08-01

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამის განხორციელების პირველი წლის გამოცდილების გაზიარება, რეფლექსია, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღიად ესაუბრათ საკუთარი გამოცდილების შესახებ, გაეზიარებინათ წარმატებული პრაქტიკები, განეხილათ არსებული სირთულეები და ერთობლივად ემსჯელათ მათი გაუმჯობესების გზებზე. კოლეგებს შორის გამოცდილების გაცვლამ ხელი შეუწყო ახალი იდეების, სწავლების ეფექტური სტრატეგიებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა ლექციებისგან თავისუფალი პროგრამის ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირსა და მიმართულებების ხელმძღვანელებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს. რეფლექსიურ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამების ხელმძღვანელები და დეკანი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მოისმინეს აკადემიური პერსონალის მოსაზრებები და გამოცდილება, ასევე წარმოადგინეს მნიშვნელოვანი უკუკავშირი.

პროგრამების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები და რეფლექსიური პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია ლექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ინოვაციების წარმატებით განხორციელებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.



კვლევის დღე

კვლევის დღე

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
  • ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
  • კიბოს ბიომარკერების კვლევა;
  • ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (Medical Educator) სტატუსი. მათ წარმატებით დაასრულეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ-კურსი და მიიღეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს:

  • ია ავალიანი - ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 
  • კახა ბრეგვაძე - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • ბიძინა ჩაჩხიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ანა მამისეიშვილი - რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
  • ინა ლეშკაშელი - სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი.

თბილისის სამედიცინო აკადემია განაგრძობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მიმართულებით. ამ პროცესში AMEE-ის ESME (Essential Skills in Medical Education) პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს თბილისის სამედიცინო აკადემიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ის საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ.

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფში, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, თბილისის სამედიცინო აკადემიას ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენდნენ. 

ანგარიშში თავმოყრილია თსა-ს მიერ, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, აღწერილია თსა-ს პერსონალის განვითარებისთვის დანერგილი სწავლა-სწავლების მოდელის საუკეთესო გამოცდილება. ამ ანგარიშის მიზანია, გააერთიანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები, შექმნას პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ქმნის: ერთი მხრივ, აკადემია აქტიურად მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საქმიანობაში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მეორე მხრივ, თავადაც იღებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და პრაქტიკული ჩარჩო, ხელს უწყობს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიან განხორციელებას ევროპულ უმაღლეს განათლებაში.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უორვიკის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლინშოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი). სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია: იონას ლეშკე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტრატეგიული სასწავლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი (გერმანია).



CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.

გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.

ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.

 



VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu

თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence” ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით. 


პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ იანუშ იანჩუკოვიჩს და მის კოლეგებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან გამოცდილების გაზიარება.

ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე ხედვა და მეთოდოლოგია სამედიცინო პროფესიონალიზმის განსაზღვრისა და სწავლების მიმართულებით. ასევე, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმუნოლოგიაში გამოყენებული ინოვაციური მეთოდებისა და ტრავმაზე ორიენტირებული მოვლის/განათლების შესახებ. ინტერაქტიული ლექციების პარალელურად, სამუშაო შეხვედრები დაეთმო ლიდერობისა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები თსა-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე გამოცდილება სასწავლო პროგრამაში სამედიცინო პროფესიონალიზმის სწავლების და შეფასების შესახებ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ხსენებულ საკითხებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ნაწილი დაეთმო ერთიანი ჯანმრთელობის (one-health approach) მიდგომას და პლანეტარული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. 

თსა-სთვის გამორჩეულად სასიამოვნო და საპატიო იყო პოლონელი კოლეგების მასპინძლობა და გეგმავს თანამშომლობის გაძლიერებას ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და ტრანსდისციპლინური საქმიანობის მიმართულებით.


EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფორუმის ძირითადი თემა იყო ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემია წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებული პროფესორმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა. აკადემიის წარმომადგენლებმა, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაცის თემატური სამუშაო ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შედეგები. კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფის ფასილიტაციაში, რომელიც შეეხებოდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას პერსონალის განვითარების მიმართულებით.