ხშირად დასმული კითხვები

როგორია სტუდენტური ცხოვრება თსა-ში?

ჩვენთან სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა სტუდენტურ კლუბში, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, ასევე სხვადასხვა პროექტსა და ინიციატივაში.

სტუდენტების მხარდაჭერის სერვისები გაქვთ?

დიახ. სტუდენტებს სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში აქვთ წვდომა აკადემიურ, ფსიქოლოგიურ, კარიერული განვითარებისა და სხვა სტუდენტურ მხარდაჭერის სერვისებზე.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაქვთ?

დიახ. სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისებით, მათ შორის კონსულტაციით, ფსიქო-ემოციური სირთულეების იდენტიფიცირებით და აკადემიურ დაგეგმვასა და მიღწევებთან დაკავშირებული მხარდაჭერით.

როგორ დაგიკავშირდეთ?

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე (+995) 032 291 24 84 ან ელფოსტაზე tma@tma.edu.ge. ან თსა-ს ოფიციალურ სოციალურ არხებში

თსა-ს შიდა ბარიერები

სავალდებულო საგნები:
ქართული ენა და ლიტერატურა - 50%-ზე მეტი
ინგლისური - 75%-ზე მეტი
ბიოლოგია - 65%-ზე მეტი

ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან:
მათემატიკა და ფიზიკა - 50%-ზე მეტი
ქიმია - 55%-ზე მეტი

თსა-ში მობილობა შესაძლებელია?

დიახ გარე მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ, იანვარსა და აგვისტოში.

როგორ შემიძლია მობილობა?

მობილობისთვის აუცილებელია გავლილი გქონდეთ მინიმუმ 1 სრული აკადემიური წელი, მობილობა შესაძლებელია 0 კრედიტითაც.

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

მედიცინის პროგრამა სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

სად მდებარეობს თბილისის სამედიცინო აკადემია?

თბილისის სამედიცინო აკადემია მდებარეობს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2

რა არის სწავლის საფასური?

მედიცინის 6 წლიანი პროგრამის საფასური წლიურად 10 000 ლარია

როგორია სწავლების მეთოდი თბილისის სამედიცინო აკადემიაში?

ჩვენთან დანერგილია აქტიურ სწავლებაზე დაფუძნებული, ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო მიდგომა, რომელიც სტუდენტებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

რა არის ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა?

ეს არის სწავლების მიდგომა, რომლის დროსაც სტუდენტი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და თავად მუშაობს ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე. აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, ანალიზსა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის უნარის განვითარებაზე.

იწყება თუ არა კლინიკური სწავლება პირველივე წლიდან?

დიახ. სტუდენტებს პირველივე წლიდან აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ რეალურ კლინიკურ გარემოს და მონაწილეობა მიიღონ რეალური და სიმულაციური კლინიკური შემთხვევების განხილვაში.

როდის იწყება კლინიკური სწავლება პარტნიორ კლინიკებში?

პირველი სამი წელი ძირითადად ეთმობა საბაზისო, ქცევით და სოციალურ მეცნიერებებს აკადემიის სივრცეში. მეოთხე წლიდან სტუდენტები სწავლას აგრძელებენ პარტნიორ კლინიკებში და სწავლობენ კლინიკურ მეცნიერებებსა და ზოგად სპეციალიზაციას.

რა დაფინანსებას მივიღებ, თუ GPA 3.5 ან მეტი მექნება?

თუ სტუდენტი სემესტრის ბოლოს დააგროვებს GPA 3.5-ს ან მეტს, მომდევნო სემესტრში მიიღებს სწავლის საფასურის 100%-იან დაფინანსებას.

რა დაფინანსებას მივიღებ, თუ GPA 3.0-დან 3.5-მდე მექნება?

თუ სტუდენტის სემესტრული GPA 3.0-დან 3.5-მდეა, მომდევნო სემესტრში მას სწავლის საფასურის 50% დაუფინანსდება.

რამდენ ქვეყანაში და უნივერსიტეტში შეგიძლიათ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა?

აკადემიას აქვს პარტნიორობა 21 ქვეყნის 33-ზე მეტ უნივერსიტეტთან.

რა პროგრამები გაქვთ?

1) მედიცინა (ინგლისურ ენაზე) – სრულფასოვანი სამედიცინო პროგრამა, რომელიც ამზადებს სტუდენტებს წარმატებული საერთაშორისო სამედიცინო კარიერისთვის.
2) სადოქტორო პროგრამები - მედიცინის მეცნიერებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მედიცინის პროგრამის ხანგრძლივობა?

6 წელი

როგორ გავხდე თსა-ს სტუდენტი?

იმისათვის რომ გახდეთ თსა-ს სტუდენტი აუცილებელია ეროვნული გამოცდების ჩაბარება და ჩვენი შიდა ბარიერების გადალახვა.