TMA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების მთავარი რესურსია კამპუსში, რათა დაგეხმაროთ ვიზის მოთხოვნებთან, მოგზაურობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სამედიცინო აკადემია, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით, სტუდენტებს გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობისთვის სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამას სთავაზობს. თსა-ს სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ სტიპენდია და შეარჩიონ სასურველი პროგრამა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სემესტრულ და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებს, ასევე მოკლევადიან და კლინიკურ სტაჟირებებს.
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თსა-ს სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ საერთაშორისო სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეებს, კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს და რეალურ გარემოში აღიქვან, როგორ ფუნქციონირებს მაღალეფექტიანი სამედიცინო სისტემა.
აკადემიური განვითარების გარდა, საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს ეხმარება კულტურული კომპეტენციებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის გაძლიერებაში. მრავალფეროვანი კულტურის მქონე პაციენტებთან კომუნიკაცია აძლიერებს ემპათიასა და პროფესიონალიზმს. ჯანდაცვის სხვადასხვა მოდელთან გაცნობა სტუდენტებს აძლევს ფართო ხედვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებზე, საავადმყოფოების მართვაზე და პაციენტზე ორიენტირებულ გარემოზე.
გვჯერა, რომ გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები გრძელვადიან სარგებელს ქმნის საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვისაც. სტუდენტები სამშობლოში ბრუნდებიან ახალი ხედვით, საერთაშორისო კონტაქტებითა და მოტივაციით, რითაც წვლილი შეაქვთ საქართველოს სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის მოდერნიზაციაში. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებით, თსა-ს სტუდენტები მონაწილეობენ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესისა და საქართველოში მედიცინის მომავლის გაძლიერების პროცესში.