სიახლე 40

მიღება სარეზიდენტო პროგრამებზე

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

მიღება სარეზიდენტო პროგრამებზე

10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით ცხადდება კონკურსი სარეზიდენტო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

  • დერმატოლოგია (2 მაძიებელი)

პროგრამის ხელმძღვანელი - ამირან ქორიძე

კლინიკები - ოქროს საწმისი XXI საუკუნე, ემბრიო, ჩაჩავას კლინიკა, ჯანმრთელობის სახლი.


  • გინეკოლოგია (3 მაძიებელი)

პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ლორთქიფანიძე

კლინიკები - მედიქლაბი, ბერძნული სამედიცინო ფონდი ჰიპოკრატე.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად მინიჭებული ქულა;
  • ტესტი სპეციალობაში და გასაუბრება საგამოცდო კომისიასთან;
  • ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი (იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი ვერ წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს).


რეზიდენტურაში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღებისა და შიდა საგამოცდო პროცედურების ჩატარების ვადები:

  • ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტირება ჩატარდება 2026 წლის 24 აგვისტოს, იმ მაძიებელთათვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • გინეკოლოგიის პროგრამაზე სპეციალობის ტესტირება და გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 25 აგვისტოს;
  • დერმატოლოგიის პროგრამაზე სპეციალობის ტესტირება და გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 26 აგვისტოს.

ორივე პროგრამისთვის პროფესიული მზადების პირველი წლის მოდულების განხორციელება დაიწყება 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


ასატვირთი დოკუმენტები:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;
  • უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომი;
  • პირადობის მოწმობა/პასპორტი;
  • რეზიუმე (CV);
  • ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტო.


სწავლის საფასური შეადგენს თვეში 300 ლარს. სწავლება მიმდინარეობს წელიწადში 11 თვე.


გინეკოლოგია - ჯამური ხანგრძლივობა - 4 წელი

დერმატოლოგია - ჯამური ხანგრძლივობა - 3 წელი


გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

residency@tma.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!