სიახლე 10

WORKSHOP FEST

Lana Tskhovrebashvili

WORKSHOP FEST

27 და 28 აპრილს, თბილისის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო ვორქშოპების პირველ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალში.  

ფესტივალს აბრეშუმის ქარხანამ უმასპინძლა, სადაც მოსულ სტუმრებს ერთ სივრცეში გაერთიანებული სხვადასხვა თემატიკის 200-მდე ვორქშოპი დახვდათ.

ვორქშოპებს შორის იყო: ხელოვნება და კრაფტი, მებაღეობა და DIY, განათლება და პროფესიული ზრდა, ჯანმრთელობა და სილამაზე, კვება და სასმელები, ტექნოლოგიები და სხვ.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თსა-მ პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები შეასწავლა:

-გულ-ფილტვის რეანიმაცია
-სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარების ტექნიკა
-ტრავმის მართვას პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკის გარეთ)
-კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპებს და იმობილიზაციის მეთოდები
-სისხლდენის ტიპებს და მათი შეჩერების მეთოდები

თსა-ს 24-მა სტუდენტმა ორი დღის განმავლობაში ფესტივალზე მოსულ 130-ზე მეტ სტუმარს შეასწავლა პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები.


ფესტივალის ფარგლებში ტელეკომპანია BMG-იმ გამოავლინა სამი ფავორიტი ვორქშოპი. BMG-ის ჯილდო დადებითი გავლენისათვის გადაეცა თსა-ს.


მედია გაშუქება:

BMG
https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/1698677800663093

ტელეკომპანია რუსთავი  2 
https://rustavi2.ge/ka/news/281065?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2r87m7qGUXiYgxEPWHlZ198CZ0mJLLtSoG9cK4ZVYPtsLt2FOqAGeGpto_aem_ZmFrZWR1bW15MTZieXRlcw

ტელეკომპანია ფორმულა
https://facebook.com/watch/?v=803089558362290

BMG - გადაცემა “ქალების ნარატივი”
https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/790329499748566

BMG - დაჯილდოება
https://www.facebook.com/workshopfestgeo/videos/1671278703610253