თსა-ს კიდევ 13 სტუდენტი გაემგზავრა კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიეტუვა) ბილატერალური გაცვლითი პროგრამით. გაცვლითი პროგრამა თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკა გაიარონ პარტნიორ უნივერსიტეტში შემდეგი მიმართულებებით: პლასტიკური ქირურგია, რადიოლოგია, ენდოკრინოლოგია, მეან-გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, ზოგადი ქირურგია, ბავშვთა კარდიოქირურგია, კარდიოლოგია, სასწრაფო, ნევროლოგია, ნეიროქირურგია, პედიატრია, შინაგანი დაავადებები.
