თსა-ს სტუდენტები ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება სომხეთის ორ წამყვან კლინიკაში გაიარეს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამედიცინო პრაქტიკა გაევლოთ შემდეგი მიმართულებებით: პედიატრია, ტრავმატოლოგია, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია და ზოგადი ქირურგია.
ქართველი სტუდენტების ერევანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდზე:
https://ysmu.am/norutyunner/vratsi-usanoghnery-zargatsrin-gortsnak/
