თსა-ს სტუდენტურ კლუბს „საზოგადოების დამხმარეებს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა. სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს პროექტი „ჯანმრთელობის ჰარმონია“, რომლის მიზანიც იყო ჯანსაღი კვების მნიშვნელობა და მისი პოპულარიზაცია.
პროექტი სამ ნაწილად წარიმართა: სწორი კვება, ფიტნეს ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი. სკოლის მოსწავლეებისთვის სადეგუსტაციოდ დამზადებული იყო ჯანსაღი სენდვიჩებიც.
„საზოგადოების დამხმარეების“ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს მე-11 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ჯანსაღი ცხოვრება არის საწინდარი ყველა იმ დადებითი ცვლილების, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის საკუთარ თავზე ზრუნვის პროცესში“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა და კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ხელმძღვანელმა ანანო ახობაძემ.
