2020 წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საერთაშორისო აღნიშვნას, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, “Horizon 2020“ მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსში გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ („Captain: Science is the Captain”). პროექტის ძირითად მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით დაინტერესება წარმოადგენდა.
    პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში. კერძოდ, თსა-ს სამეცნიერო კვლევითი აქტივობები წარმოდგენილი იყო პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამართულ ვირტუალურ სამეცნიერო ბაზრობაზე (http://www.captain2020.ge/market),
ხოლო 28 ნოემბერს, თსა-ს პროექტის „მედიცინა და ხელოვნება“ ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია
