აღმოაჩინე, ისწავლე, შექმენი - ვორქშოპების მასშტაბურ ფესტივალში თსა-მ კვლავ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თსა-ს სტუდენტებმა პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარ-ჩვევები შეასწავლეს. როგორ უნდა მოხდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმის მართვა პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკის გარეთ), როგორია კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპები და იმობილიზაციის მეთოდები, სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარების რა ტექნიკა გამოიყენება და ა.შ.
ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, თსა-ს 15-მა სტუდენტმა ღონისძიებაზე მოსულ 80-ზე მეტ სტუმარს შეასწავლა პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები.
დამთვალიერებელს შეეძლო ერთ სივრცეში 50-ზე მეტ ვორქშოპში მიეღო მონაწილეობა. ორგანიზაციები ფესტივალის ვიზიტორებს ყოველ საათში ერთხელ პარალელურ ვორქშოპს სთავაზობდნენ და შესაძლებლობას აძლევდნენ მათ ახალი ინფორმაცია და გამოცდილება მიეღოთ.
