სიახლე 9

ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი

ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი

საქართველოს ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (საკია) ორგანიზებითა და თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მხარდაჭერით ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის XIV ეროვნული კონგრესი გაიმართა.

თსა-ს დეკანმა, პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა, რომელიც ამავდროულად საკიას აღმასრულებელი და სამეცნიერო საბჭოს წევრია, უხელმძღვანელა ორ დერმატოლოგიურ სესიას. მასთან ერთად, დერმატო-ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს თსა-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირმა ბუჩუკურმა და თსა-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელმა კახა ბრეგვაძემ. 

სამ დღიანი კონგრესის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა თსა-ს სტუდენტური სესიაც, რომელზეც ორიგინალური კვლევები წარმოადგინეს მედიცინის სკოლის სტუდენტებმა: ნინო ჩხუტიშვილმა, ლელა ყორიაულმა, თეონა შავაძემ და დევიკა დას თირუთარა ჰარიდასმა. 

კონგრესს ესწრებოდა 500-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. მოხსენებები წარმოადგინეს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ამერიკის ალერგიის კოლეჯის ვიცე პრეზიდენტმა და სხვა საერთაშორისო დონის მეცნიერებმა.