თსა-ს სადოქტორო პროგრამები „მედიცინის მეცნიერებები“ და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ აკრედიტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ!
ვულოცავთ თსა-ს გუნდს ამ წარმატებას!
სადოქტორო განათლების მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ბიომედიცინის, მედიცინის/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მათთან დაკავშირებულ სფეროებში კვლევითი, პრაქტიკული და პედაგოგიური საქმიანობისთვის.
თსა-ს სადოქტორო პროგრამები ხელს შეუწყობს მკვლევართა ახალი თაობის ჩამოყალიბებას, რომელთაც შეეძლებათ საზოგადოებაში არსებული გამოწვევების შესაბამისად კვლევების დაგეგმვა და განხორციელება.
