როგორც მოგეხსენებათ, დებატების მიზანი არა მხოლოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიაა, არამედ თქვენი ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაც, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა საკუთარი პოზიციის დასაცავად, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.
წინა სემესტრის წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ სემესტრშიც კვლავ გთავაზობთ ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიოთ დებატების თემატიკა. ამისათვის მიჰყევით ბმულს და ჩაერთეთ გამოკითხვაში.
