სიახლე 62

ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)

მოხარული ვართ გაცნობოთ ტურინის უნივერსიტეტთან (იტალია) ახალი პარტნიორობის შესახებ, რომელიც Erasmus+ მობილობის (KA171) პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

მიღებული გრანტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური მობილობის ხელშეწყობას, ასევე საუკეთესო პრაქტიკის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო მობილობის ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს და ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ამასთან, პარტნიორობა შექმნის საფუძველს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო მიმართულებებით, წაახალისებს ერთობლივი კვლევითი და აკადემიური ინიციატივების განხორციელებას და გააჩენს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობებს როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომისშემდგომ საფეხურზე.