თსა აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ბიოქიმია - 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- იმუნოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- ბიოფიზიკა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- სამედიცინო ინფორმატიკა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- (ბიო)სტატისტიკა და მონაცემების მართვა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- უჯრედის/მოლეკულური ბიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- მოლეკულური პათოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- მოლეკულური ეპიდემიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- ინფექციური დაავადებები - 3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ-პროფესორი
- ქცევითი მეცნიერებები - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი
- სამედიცინო განათლება - 1 ასისტენტი
- პედიატრია - 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი
- ანატომია, ჰისტოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- პათოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ფარმაკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- სასამართლო მედიცინა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- სამედიცინო და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- რადიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- შინაგანი მედიცინა - 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი
- ენდოკრინოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- კარდიოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- საოჯახო მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ქირურგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- უროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
- გადაუდებელი მედიცინა - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- კრიტიკული მზრუნველობა და ანესთეზიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ნევროლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ფსიქიატრია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ეპიდემიოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
- მეანობა-გენეკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ორთოპედია-ტრავმატოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი
- ონკოლოგია - 1 ასოცირებული პროფესორი
- ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და პაციენტთა უსაფრთხოება - 1 ასოცირებული პროფესორი
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 1 ასოცირებული პროფესორი
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ნასამართლეობის ცნობა;
- კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი;
- ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
- კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- სილაბუს(ებ)ი;
- კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
- მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
- დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
- რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 (ერთი) პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან;
პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
- ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
- აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
- სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
- სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
- ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
- სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tma.edu.ge
კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 22 დეკემბერს.