- საჭიროებების შეფასება და ხარვეზების ანალიზი
- სტრატეგიული მიზნების დასახვა
- QA ინდიკატორების შემუშავება
- რესურსების და ვადების დაგეგმვა
QA დოკუმენტები
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მისია და ინსტიტუციური განვითარების ხედვა გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის (QA) და ხარისხის გაუმჯობესების (QI) ინტეგრირებულ მიდგომას, როგორც ადმინისტრაციული, ისე კვლევის და მესამე მისიის მიმართულებებით.
თსა-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხის კულტურის დამკვიდრება და მუდმივი განვითარება.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით და ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
თსა-ში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დაფუძნებულია Plan-Do-Check-Act (PDCA) ციკლზე — ოთხ ურთიერთდაკავშირებულ ეტაპზე, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს და მუდმივ გაუმჯობესებას ყველა საგანმანათლებლო პროგრამასა და ადმინისტრაციულ პროცესში.
თსა მონაწილეობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მიერ წარმართულ გარე შეფასების პროცესებში, ასევე საერთაშორისო პარტნიორული შეფასების პროგრამებში.
NCEQE-ის მიერ ავტორიზებული (2023–2027). იხილეთ ეროვნულ რეესტრში.
პროგრამული აკრედიტაციაNCEQE-ის მიერ გამოქვეყნებული MD პროგრამის აკრედიტაციის გადაწყვეტილება.
ORPHEUS-ის პარტნიორული შეფასებათსა-მ წარმატებით გაიარა ORPHEUS Spring 2021 საერთაშორისო პარტნიორული შეფასების პროგრამა.