კვლევა თსა-ში

კვლევა

კვლევითი კომპონენტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი მიზანია აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების და აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა და კვლევითი კომპონენტის სასწავლო პროცესში ინტეგრაცია. ამის მისაღწევად, თსა-ში მოქმედებს საგრანტო პროგრამა — „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“. ასევე, ხორციელდება სადოქტორო პროგრამები, კვლევითი პროექტები ეროვნული და საერთაშორისო დაფინანსებით, მეცნიერების პოპულარიზაციაზე მიმართული აქტივობები და სამეცნიერო ღონისძიებები.

80 სამეცნიერო ღონისძიება
38 კვლევითი პროექტი
13 საბავშვო უნივერსიტეტი
4 კვლევის მიმართულება

თსა-ში მოქმედებს საგრანტო პროგრამა „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“. ის გულისხმობს პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების კვლევითი პროექტების დაფინანსებას და ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების ხელშეწყობას.

ინსტიტუციაში მოქმედებს სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი. ეს არის კოლეგიური ორგანო, რომელიც საგრანტო პროგრამის ფარგლებში დადგენილი პროცედურების დაცვით აფასებს წარმოდგენილ კვლევით პროექტებს და მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას. კომიტეტი „მეცნიერების მართვის“ (Science Management) პროცესშიც მონაწილეობს, რაც გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თსა-ს კვლევის შეფასების განვითარების კოალიციის — CoARA წევრობა. CoARA გლობალური ინიციატივაა. ის კვლევის შეფასების სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს მკვლევართა შეფასებისას მკაცრი რაოდენობრივი კრიტერიუმების (მაგალითად, მხოლოდ პუბლიკაციების რაოდენობა და იმპაქტ-ფაქტორი) ნაცვლად თვისებრივი, შინაარსობრივი და გავლენაზე ორიენტირებულის გამოყენებას. კოალიციაში გაწევრიანება ადასტურებს თსა-ს კვლევითი აქტივობების საერთაშორისო სტანდარტების და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად განხორციელებას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზებული, გამჭვირვალე და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც მკვლევარი, მისი კვლევის ინოვაციურობა და საზოგადოებრივი გავლენა ობიექტურად ფასდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო ეთიკური ნორმების შესაბამისად დაგეგმვა და განხორციელება. ამ მიზნისთვის თსა-ში მოქმედებს კოლეგიური ორგანო — ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი. ის ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის (ICB – The International Chair in Bioethics) სრულუფლებიანი წევრია. ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა (ICB) 2001 წელს, იუნესკოსა (UNESCO) და ჰაიფას უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა. ორგანიზაციის შექმნას წინ უძღოდა 1996 და 2001 წლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ სამედიცინო სკოლებში ეთიკის სათანადო დონეზე სწავლების ნაკლებობა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ICB-იმ მიზნად დაისახა სამედიცინო ეთიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის კოორდინაცია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და ეთიკის საკითხების სწავლების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის აკადემიურ ინსტიტუტებში საკუთარი ერთეულების ქსელის ჩამოყალიბება. იუნესკოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებდა, ხოლო 2022 წელს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო სამედიცინო ასოციაციასთან (WMA – World Medical Association).

საგრანტო პროგრამები

საგრანტო პროგრამები

კვლევითი პროექტები თსა-ს კვლევითი პოტენციალის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ინოვაციური პროექტების განხორციელება და მიღებული შედეგების კომპლექსური ანალიზი სწორედ ის ფაქტორია, რაც ახალი ცოდნის შექმნას და მეცნიერების უწყვეტ პროგრესს უზრუნველყოფს.

38 პროექტი

ARIVE – კვლევისა და ინოვაციების განვითარება უმაღლეს განათლებაში ვირტუალური გაცვლების გზით

Digi-CHange

MB4GAP: Molecular Biomarkers for Gastric Adenocarcinoma Personalization

AI-LabMed: ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის

თაფლის თვისებები პირის ღრუს პათოგენების მიერ წარმოქმნილი ბიოფილმების წინააღმდეგ

სტრეპტოკოკი მუტანსი-ს (Streptococcus mutans) კოლონიზაციის შეფასება 1-ლი და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით

სასწავლო კლინიკური შემთხვევა - შიო ობოლაძე

სასწავლო კლინიკური შემთხვევა - ნინო აკობია

მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით

ბაქტერიის სწრაფი, ხარჯთეფექტური და შეუიარაღებელი თვალისათვის მარტივად აღქმადი დიაგნოსტირება ოქროს ნანონაწილაკების გამოყენებით

D ვიტამინის და CC-16 ბიომარკერის კორელაციის განსაზღვრა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის

ოქროსფერი სტაფილოკოკის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტობის ასაკთან სტრატიფიცირებული ანალიზი კახეთის რეგიონში

ენტორინალური ქერქის ელექტრული სტიმულაციის ეფექტების შესწავლა მეხსიერების ფუნქციაზე, ჰიპოკამპის ნეიროგენეზსა და ნეიროქიმიაზე D-გალაქტოზას ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერების ვირთაგვას მოდელზე

ESPCAL – Salmonella ფაგების ინკაფსულირება კათიონურ ლიპოსომებში

InTech4MED - ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში

მედიცინა და ხელოვნება - ინტერდისციპლინური მიდგომა მეცნიერების პოპულარიზაციისთვის

ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის მნიშნვნელობა ფილტვის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის ადენოკარცინომებში, სიმსივნის პროგრესიასა და მეტასტაზირებაში

თაფლი და მისი ანტიბაქტერიული თვისებები

რეგულაციური ფაქტორების აბერანტული ექსპრესია როგორც ონკოგენეზის სტიმული

მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2-ს (SARS-CoV-2) როლიაუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადებების განვითარებაში

სათესლე ჯირკვლის კიბოს ანტიგენები როგორც ონკოგენეზის ადრეული მარკერები

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების პრევალენტობა პოსტ-COVID-ურ და ვაქცინირებულ ინდივიდებში

SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ პოპულაციაში გავრცელებული სიმპტომებისვარიაბელურობის და სიმძიმის განსაზღვრა- პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინოაკადემიის სტუდენტების და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისმაგალითზე

მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია

MoCa-ს და IADL-ის მონაცემების კორელაცია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში, ბენჩმარკინგი ჩეხეთისა და ლიეტუას მაგალითზე

COVID-19 პანდემიაზე ჯანდაცვის სექტორების რეაგირებისას გატარებული ღონისძიებების ანალიზი საქართველოში, სომხეთსა და სლოვენიაში

აპვ-ს როლი ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში საქართველოში

ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქების შედეგად)

საკვერცხის კისტის მუცინების მონაწილეობა სიმსივნის ზრდის ფაქტორ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან ჯვარედინად მორეაგირე IgG აუტოანტისხეულების წარმოქმნაში

მედიცინა და ხელოვნება

CDH1, Ki67-ის, P53-ის და HER2-ის თანაექსპრესიის თავისებურებანი კუჭის დიფუზური ტიპის კარცინომაში

ინტერიქტალური ემოციური მდგომარეობა და ეპილეფსია

ჯანსაღი ცხოვრების წესის შეფასება და შედარებითი ანალიზი სამედიცინო და არასამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს შორის საქართველოს მაგალითზე

საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა

FOXP3 გენის ექსპრესია როგორც მეტასტაზის განვითარების რისკ-ფაქტორი

მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე

ადამიანებში ნაწლავური ინფექციების გამომწვევი საკვებისმიერი და წყლისმიერი ბაქტერიული პათოგენების შესწავლა

გრანტები

სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განახორციელებს დაწესებულების კვლევითი პროფილის განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა აქტივობებს. თსა-ს საგრანტო პროგრამის „სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ხელშეწყობა“ ფარგლებში კომიტეტი დადგენილი პროცედურების შესაბამისად აფასებს წარმოდგენილ კვლევითი პროექტებს და მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას.

გარდა ამისა, სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი მონაწილეობს „მეცნიერების მართვის“ პროცესში, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევითი პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სტრატეგიულ დაგეგმვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. „მეცნიერების მართვა“ მულტიდისციპლინარული სფეროა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი აქტივობების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას და მოიცავს პროექტის მართვის, კვლევის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული ხელმძღვანელობის ელემენტებს. „მეცნიერების მართვის“ უპირველესი მიზანია კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ეფექტურობის უზრუნველყოფა საუკეთესო პრაქტიკისა და ეთიკური პრინციპების დაცვით. ამდენად, „მეცნიერების მართვა“ ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევითი აქტივობების განხორციელებას შეუფერხებლად, ეფექტურად და საზოგადოებასა და ინდუსტრიაზე დადებითი ზემოქმედებით.

ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი კოლეგიური ორგანოა, რომელიც განიხილავს და ადგენს დაგეგმილი კვლევითი პროექტების და აქტივობების შესაბამისობას საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ დადგენილ ეთიკურ ნორმებთან. თსა-ს აღნიშნული კომიტეტი ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის (ICB – the International Chair in Bioethics) წევრია.

ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა (ICB) - 2001 წლის 24 ივნისს იუნესკოს გენერალური დირექტორის და ჰაიფას უნივერსიტეტის რექტორის მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლით განისაზღვრა კათედრის მიზანი: სამედიცინო ეთიკის საკითხებზე საგანმანათლებლო ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის კოორდინაცია და სტიმულირება, რომელიც აერთიანებს უმაღლეს სასწავლებლებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და განახლებული სილაბუსის შემუშავება სამედიცინო ეთიკის საკითხებზე, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოს სამედიცინო სკოლების მოთხოვნებს. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინაპირობა ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრის მიერ 1996 და 2001 წლებში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები იყო. აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავდა იმის განსაზღვრას, არის თუ არა სამედიცინო სკოლებში ეთიკის შესაბამის დონეზე სწავლების არარსებობა ექიმი-პაციენტის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი. მიღებული შედეგებით დადასტურდა პროექტის სამუშაო ჰიპოთეზა და განაპირობა ჰაიფას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის, სამართლისა და ეთიკის საერთაშორისო ცენტრში იუნესკოს ბიოეთიკის კათედრის დაარსება. გამოცდილების გაზიარების, სამედიცინო სკოლებში ეთიკის საკითხებზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით კათედრამ დაიწყო ერთეულების ქსელის შექმნა აკადემიურ ინსტიტუტებში. იუნესკოსთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრა დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციად იქცა. 2022 წელს ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრასა და მსოფლიო სამედიცინო ასოციაციას (WMA) შორის.

ეთიკა

სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი

სამეცნიერო საგრანტო კომიტეტი

ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი

ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი

სამეცნიერო კლუბი არის აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი ორიენტირებული კლასგარეშე და სამეცნიერო პოპულარიზაციის აქტივობების შესრულებას. კერძოდ, კრიტიკული აზროვნება და დისკუსია სხვადასხვა სამეცნიერო თემებზე შესაბამისი კვლევითი პროექტებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების განხილვის გზით.

ამრიგად, სამეცნიერო კლუბი არის დინამიური და საინტერესო საზოგადოება, სადაც მეცნიერებით გატაცებული ადამიანები იკრიბებიან სხვადასხვა სამეცნიერო თემებისა და ცნებების შესასწავლად, სასწავლად და განსახილველად. სამეცნიერო კლუბები წევრებს აძლევს პლატფორმას სამეცნიერო პრინციპების გააზრების, ექსპერიმენტების ჩასატარებლად და იდეების გაცვლისთვის თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოში. კლუბის აქტივობები შეიძლება მერყეობდეს პრაქტიკული ექსპერიმენტებიდან და დემონსტრაციებიდან პრეზენტაციებამდე, დისკუსიებამდე და საველე ექსკურსიებამდე. ეს აქტივობები ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და ბუნებრივი სამყაროს საოცრებებისა და მეცნიერული მეთოდის ღრმა შეფასებას. მთლიანობაში, სამეცნიერო კლუბი ემსახურება როგორც ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის, აღმოჩენისა და მეგობრობის კერას, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი სამყაროს უფრო ღრმა გაგებას და ხელს უწყობს მეცნიერებისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე დაფასებას.

ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ პროგრესთან ერთად გამოწვევებიც განაპირობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამოწვევები აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია:

  • ავტორობა: ვინ არის ტექსტის ავტორი? მე თუ AI?
  • ნაშრომის შინაარსობრივი ღირებულება: რა მნიშვნელობა აქვს AI-ის გამოყენებით გენერირებული ტექსტს? ახდენს ის ფაქტების ინტერპრეტაციას თუ უბრალოდ აღწერს?
  • ციტირება: რამდენად დაცულია რეფერირების პრინციპები AI-ის გამოყენებით ტექსტის გენერირებისას?

ბოლო პერიოდში ინტენსიურად განვითარდა და ხელმისაწვდომია ისეთი AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ტექსტის გენერატორები, ავტომატური კვლევითი ასისტენტები. თუმცა მნიშვნელოვანია მათი ეთიკურად, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად გამოყენების პრინციპების ჩამოყალიბება.

სამეცნიერო კლუბი

სამეცნიერო კლუბი

აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი

აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი