სკოლები

სკოლები

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

მედიცინის სკოლა

სამკურნალო საქმე

ქართულენოვანი MD · 6 წელი · 360 ECTS

ერთსაფეხურიანი ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა — სამკურნალო საქმე, შექმნილია WFME და CanMEDS სტანდარტების შესაბამისად, ადრეული კლინიკური ექსპოზიციითა და კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლებით.

მედიცინის სკოლა

ინგლისურენოვანი მედიცინა

ინგლისურენოვანი MD · 6 წელი · 360 ECTS

ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის — პრეკლინიკური და კლინიკური სწავლება ჰოსპიტალური როტაციებით, WFME სტანდარტებთან თანხვედრაში.

სადოქტორო სკოლა

მედიცინის მეცნიერებები

სადოქტორო პროგრამა · 3–5 წელი · ინგლისურად

აკრედიტებული სადოქტორო პროგრამა ბიომედიცინისა და მედიცინის სფეროში — სასწავლო და კვლევითი კომპონენტებით, დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობისა და აკადემიური კარიერისთვის.

სადოქტორო სკოლა

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

სადოქტორო პროგრამა · 3–5 წელი · ინგლისურად

აკრედიტებული სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით — ჯანდაცვის სისტემები, ეპიდემიოლოგია და კვლევითი კომპეტენციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.