კლუბის შესახებ
ენდოკრინოლოგიის კლუბი ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ჰორმონები. განვიხილავთ თუ როგორ აკონტროლებენ სხვადასხვა ჰორმონები ენერგიას, განწყობას, ძილს, სტრესს, მადას და მეტაბოლიზმს, და ყველასთვის გასაგებ ენაზე ვხსნით ამ პროცესების მოლეკულურ საფუძვლებს. ინფორმაციას გავავრცელებთ ჰორმონულ დისბალანსებზე, როგორებიცა ინსულინრეზისტენტობა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, კორტიზოლის ცვლილებები და რეპროდუქციული ჰორმონების პრობლემები. ვარკვევთ, რა ხდება ორგანიზმში ბიოქიმიურ დონეზე. ასევე ვსაუბრობთ უსაფრთხო, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ “ბიოჰაკებზე”, რომლებიც მოიცავს კვებას, ძილს, ფიზიკურ აქტივობას და ცხოვრების წესის იმ ფაქტორებს, რომლებიც ჰორმონული ფუნქციის გაუმჯობესებას ეხმარება.
კლუბის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ყანჩაველი - a.kanchaveli@tma.edu.ge