კლუბის შესახებ
ჩვენი კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებში ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გაუმჯობესებას, სტუდენტებში საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, მოსმენისა და კითხვის დასმის კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენი კლუბის პროექტებისა თუ სესიების ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ რამდენიმე ტიპის დებატის ხელოვნება, გაიუმჯობესონ როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური მუშაობის უნარები და იმსჯელონ მნიშვნელოვან თემებზე რაც მათ დაეხმარებათ უკეთეს მოქალაქეებად და შემდგომში პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
1. დებატ ჩემპიონატი ბრიტანული საპარლამენტო ფორმატით ( ჯანდაცვის , ეთიკის , ბიოეთიკის შესახებ)
2. კარლ-პოპერისა და ლინკოლნ-დუგლასის ფორმატის მინი დებატები კლუბის წევრებისთვის
3. ქეის-სიმულაციური დებატები
4. სპიკერული უნარების გაუმჯობესების ვორქშოპი
5. შესაძლებელია სხვა უნივერსიტეტთან კოლაბორაცია და ერთობლივი ჩემპიონატები
კლუბის ხელმძღვანელი - ხატია დევაძე / გიორგი ბარაქაძე - kh.devadze2022@tma.edu.ge / g.barakadze2023@tma.edu.ge