კლუბის შესახებ
სტუდენტური კლუბი Genesis – ორიენტირებულია ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. კლუბი აერთიანებს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეპროდუქციული მედიცინით, მეან-გინეკოლოგიით, უროლოგიით, პრევენციული მედიცინით.
კლუბის თემატიკა მოიცავს საგანმანათლებლო ლექციებს, ვორქშოფებს, საინფორმაციო კამპანიებს, დისკუსიებსა და სხვადასხვა ინტერაქტიულ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა რეპროდუქციული ანატომია და ფიზიოლოგია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მენსტრუალური ჯანმრთელობა, ორსულობა და დედათა ჯანმრთელობა, უნაყოფობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, HPV-ის პრევენცია, სკრინინგის მნიშვნელობა და ა.შ
კლუბის ხელმძღვანელი: Saikrishna Vinoba - s.vinoba2023@tma.edu.ge