ყველა კლუბი

კლუბის შესახებ

თსა-ში სტუდენტების ინიციატივით დაარსდა “ალცჰაიმერის კლუბი". კლუბის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და იმ სტიგმების დამსხვრევა, რომლებიც აღნიშნული დაავადების გარშემო არსებობს. ის შედგება როგორც თეორიული, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებისგან და სამომავლოდ მიზნად ისახავს საქართველოში ალცჰაიმერის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობას. კლუბი საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ხელშეწყობით აქტიურ სტუდენტებს საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მიიღონ კვლევითი გამოცდილება.

კლუბი თვეში რამდენჯერმე ჩაატარებს შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ის ახალი გამოწვევები/მიღწევები, რაც ალცჰაიმერის გარშემო იქმნება. ასევე, დაიგეგმება უკვე არსებული პროექტების განხორციელების გზები.

კლუბი დაარსდა თსა-სა და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის მხარდაჭერით.

კლუბში გაწევრიანების მსურველ სტუდენტებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლუბის პრეზიდენტს:

ხატია დევაძე - kh.devadze2022@tma.edu.ge