სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი

თსა-ში ვქმნით კულტურული მრავალფეროვნების მიზიდულობის სივრცეებს, რომლებიც შემდგომში სტუდენტების ხელშეწყობით ბუნებრივად განაგრძობს განვითარებას. თსა-ში სწავლობს 50-მდე ქვეყნის, 700-ზე მეტი საერთაშორისო და 450-მდე ქართველი სტუდენტი. ინკლუზიური გარემო ეფუძნება თანასწორობის, მრავალფეროვნების პატივისცემისა და არადისკრიმინაციული მიდგომების პრინციპებს.

კონსულტაცია, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩაბარებისთანავე, სტუდენტები ნაბიჯ-ნაბიჯ ეცნობიან უნივერსიტეტის ცხოვრებას — საგანმანათლებლო პროგრამას, ინფრასტრუქტურას, სასწავლო რესურსებს, სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტმა ახალ გარემოში თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ, მხარდაჭერილად და თავდაჯერებულად იგრძნოს. სწორედ ამიტომ, პირველივე დღეებიდან თსა-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფს სტუდენტების აკადემიურ სივრცეში ბუნებრივ ინტეგრაციას.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში სტუდენტების კეთილდღეობა საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. როგორც სტუდენტზე ორიენტირებული ინსტიტუცია, თსა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას - მათთვის დროული, მხარდამჭერი და სტუდენტზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებით. ეს ხელს უწყობს სტუდენტის აკადემიურ წარმატებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და პიროვნულ განვითარებას. ამ პროცესს წარმართავს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ფსიქოლოგის მხარდაჭერის მომსახურებას.

მარიამ მაჭავარიანი

მარიამ მაჭავარიანი

ფსიქოლოგი

ფსიქოლოგის მომსახურების სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სტუდენტთა საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა და მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
  • სტუდენტების, შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება ფსიქო-ემოციური პრობლემის იდენტიფიცირების მიხედვით;
  • ფსიქოგანათლების კუთხით სტუდენტებთან შეხვედრების თემატიკის შერჩევა, დაგეგმვა, ორგანიზება;
  • ფსიქოლოგიის მიმართულებით, კურიკულუმის გარეთ დაგეგმილი აქტივობების და სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა, მხარდაჭერა, მენტალურ ჯანმრთელობისა და პრევენციის თემატიკაზე;
  • ფსიქოლოგიასთან მომიჯნავე სფეროების/ინტერდისციპლინური მიმდინარეობების შესახებ ვორქშოპების/შეხვედრების ორგანიზება.