თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა), ინსტიტუციური ხედვის შესაბამისად, სტუდენტებს სოციალური და კულტურული პროექტების მხარდამჭერ საგრანტო კონკურსს 2024 წლიდან სთავაზობს. კონკურსის მიზანი პასუხობს აკადემიის მისიას, რათა ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით სტუდენტებმა შეძლონ, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ კეთიდღეობას და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
კონკურსს ახორციელებს თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი, ხოლო მართავს სპეციალურად შერჩეული კომისია, რომელიც შედგება კულტურის, ხელოვნების, ბიზნესის, არასამთავრობო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორების წარმომადგენლებისა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებისგან. აღნიშნული მრავალპროფილურობა ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა ჩართულობას აკადემიის საქმიანობაში, ინტერ და ტრანს-დისციპლინური ინიციატივების გაძლიერებას და საგრანტო პროექტების შეფასებისა და მართვის ეფექტიანობას.
სოციალური და კულტურული პროექტის კონკურსის ფარგლებში შემოსული საგრანტო წინადადებების მიმართულება უნდა ეხმიანებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებიდან (UN SDGs) ერთ-ერთს და თანხვედრაში იყოს სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაწერილ სფეროებთან.
2024 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, შემოვიდა ცხრა საპროექტო წინადადება, რომელთაგან ხუთი გამარჯვებული პროექტი მულტიდისციპლინურმა კომისიამ შეარჩია.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (3, 4, 6, 11, 13, 15, 17) და სრულ თანხვედრაშია თსა-ს მესამე მისიასთან, რომლის მიზანია ემსახუროს საზოგადოებას. გამარჯვებული პროექტები განხორციელდა 2025 წელს.