სტუდენტური გრანტის პროგრამა

Special Needs Support

თათა ტატალაშვილი, ელენე საჯაია, სესილი ლაზარია, ანა ჩიქოვანი

უკან პროგრამაში

თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.

ინიციატივის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოვლენისთვის. სტუდენტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმ გამოწვევებზე, რომლებიც სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირებსა და მათ ოჯახებს საქართველოში აწუხებთ. ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა რვა აქტივობა — სალექციო სესიები, ინტერაქციული შეხვედრები და არტ-თერაპიები. პროექტის ფარგლებში ითანამშრომლეს ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და აუტიზმის ცენტრთან. ინიციატივაში ჩაერთო 120-ზე მეტი სტუდენტი და 50-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. პროექტის სლოგანია: „ინკლუზიურობა ცნობიერების ამაღლებით იწყება — და ცნობიერება ჩვენგან, მომავალი ექიმებიდან იწყება.“

ფოტოგალერეა