თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.
პროექტის მიზანი იყო გურჯაანის რეგიონში არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარების პოპულარიზაცია. განხორციელდა საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობები — ჰიპერტენზიის სკრინინგი და გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი. კახეთის რეგიონში, პროექტის ავტორმა სტუდენტებმა გამოიკვლიეს 35 პაციენტი (25 ქალი, 10 კაცი). ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებმა მოიცვეს გურიის რეგიონიც. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ჩატარდა ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანია, სადაც ორი დღის განმავლობაში 57 პაციენტს (26 ქალი, 31 კაცი) გაეწია კარდიოლოგიური კონსულტაცია და ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფია. მოქალაქეებს ემსახურებოდნენ თსა-ს სტუდენტები, ასოცირებული პროფესორი შორენა ჭუმბურიძე და მოწვეული ლექტორი ნინო ჭაღიაშვილი.