პროექტი “VitalCare” მიზნად ისახავდა მოზარდებში საბაზისო სამედიცინო ცოდნის გავრცელებას და გადაუდებელ შემთხვევებში სწორი რეაგირების უნარების განვითარებას. სამი თვის განმავლობაში სტუდენტებმა მოიცვეს ექვსი ქალაქი: თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ბაკურიანი და სამტრედია. თითოეული ვიზიტი მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოპებს და აქტიურ ინტერაქციას სკოლის მოსწავლეებთან. ჯამში, პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა 153 უფროსკლასელი (IX–XII კლასები) გადაამზადეს. პროექტის სლოგანი: „ცოდნა გადაარჩენს სიცოცხლეს.“