სტუდენტური გრანტის პროგრამა

საფრთხის ჩურჩული: დეციბელის ეფექტის შესწავლა გულისცემაზე

რიშუ გირიშ შაჰი, თამარ დანდურიშვილი

უკან პროგრამაში

პროექტის ავტორებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ფილმი, რომელიც იკვლევს ხმოვანი დაბინძურების გავლენას გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. ფილმი აერთიანებს რეალურ ისტორიებს, ექსპერტთა შეფასებებს და წარმოაჩენს ხმაურის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ადამიანის კეთილდღეობაზე.

პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქალაქის ჯანმრთელობისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების სტიმულირება. ინიციატივა სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, თსა-ს მისიასა და ღირებულებებთან.

პროექტის ვიდეო

ფოტოგალერეა