თსა-ს კურსდამთავრებულები
კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, თბილისის გულის ცენტრი
თსა-ს 2003 წლის კურსდამთავრებული
თბილისის სამედიცინო აკადემია ჩემთვის მხოლოდ განათლების მიღების სივრცე არ ყოფილა; ის გახდა ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება. აქ შევიძინე ცოდნა, რომელმაც მომცა ძალა, თავდაჯერება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. თსა-მ მასწავლა, როგორ ვიყო პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი ლიდერი და გულწრფელი მეგობარი.
აკადემია ჩემთვის ყოველთვის დარჩება იმ საწყისად, საიდანაც საკუთარი თავის გაცნობა და მომავლის მკაფიოდ დანახვა დავიწყე. ეს გზა განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან გავიარე იმ რთულ წლებში, როდესაც სტუდენტობა და განათლების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა. მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ ამ გამოცდილებამ მაქცია უფრო ძლიერ და მიზანდასახულ ადამიანად.