ჩვენს შესახებ
რექტორის მიმართვა

თბილისის სამედიცინო აკადემია თავისი პირველი მოკრძალებული ნაბიჯებით 1992 წლიდან, ერთ-ერთი პირველი კერძო სამედიცინო სასწავლებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 28 წლის განმავლობაში თბილისის სამედიცინო აკადემია საქართველოში სამედიცინო განათლების ერთ-ერთ პიონერად გვევლინება და დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან და დინამიკურად განვითარებად დაწესებულებად. ამ წლების განმავლობაში ჩვენთან აღიზარდა და განათლება მიიღო ასობით წარმატებულმა ექიმმა, რომლებიც ამჟამად საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში მუშაობენ.
საქართველოს დედაქალაქში, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება, თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩვენ წარმოვაჩენთ ჩვენი კულტურის საუკეთესო ... ღირებულებებს: სტუმართმოყვარეობას, თანასწორობას და ერთიანობას.აკადემიაში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი სტუდენტებისთვის შევქმნათ სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, რომელიც სწავლების საერთაშორისო ხარისხს იქნება მორგებული. სწავლების პროცესი კვალდაკვალ მიჰყვება უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგში უახლეს მიღწევებს და სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროცესის და აღჭურვილობის დინამიკურად გაუმჯობესებას.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში გვაქვს სტუდენტზე ფოკუსირებული მიმართულება, სადაც განათლების ხარისხი მის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ჩვენ გახსნილები ვართ დიალოგისთვის, სტუდენტთა აზრების მოსმენისთვის და მუდმივად ვართ მათი საჭიროებების საქმის კურსში.
ვართ რა სწავლების პროცესის ერთგულნი, ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო თანამშრომლობისათვის განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში.
თბილისის სამედიცინო აკადემია, რომელიც დაარსებულია ჩემი მამის, პროფესორ პეტრე შოთაძის მიერ, დღესაც ამაყად ატარებს მის სახელს.
მეამაყება, რომ წარმოვადგენ დაწესებულების ნაწილს ასეთი მრავალფეროვანი საზოგადოებით, რომელიც ყოველდღიურად ისწრაფვის გააუმჯობესოს და გადაარჩინოს სხვათა სიცოცხლე.
"ისწავლე, რომ ემსახურო, იცხოვრე, რომ გიყვარდეს"


თსა-ს ისტორია

თბილისის სამედიცინო აკადემია დაარსდა 1992 წელს ქართველი ექიმის, პედიატრიული ქირურგის, პეტრე შოთაძის მიერ. 1970 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი მისი საექიმო, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტთან (საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემია), სადაც განვლო გზა ასპირანტიდან ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგემდე და რექტორობამდე. თბილისის სამედიცინო აკადემია, პეტრე შოთაძის ინიციატივით დაარსდა, რომელსაც 1999 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” (თსა) ეწოდა. დაარსების დღიდან, თსა-ს 2500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში, უნივერსიტეტებში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში.


მისია, მიზნები და ამოცანები
თსა-ს მისია: “თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში.



პერსონალი