აკადემიური პერსონალი

ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის მიმართულება

ია ხახუტაიშვილი 2017 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და არის ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 2006 წელს  დაამთავრა ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობით  “ანატომია”,  ასევე 2006 წელს მიენიჭა მედიცინის  დოქტორის აკადემიური ხარისხი შინაგან სნეულებებში. მას მიღებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები სპეციალობებში „შინაგანი მედიცინა“ და „კარდიოლოგია“.

ია ხახუტაიშვილს გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი; არის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი და 1 სახელმძღვანელოს თარგმანის რედაქტორი.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

სალომე ხუბულავა  2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის მიმართულებით.

მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, რის შემდეგაც 2011-2014 წლებში ამავე უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა, სპეციალობით  “ენდოკრინოლოგია”. ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტ-მკვლევარი.

სალომე ხუბულავამ წარმატებით დახურა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო გრანტი თემაზე “სელენის ნანონაწილაკების სუსპენზიის შექმნა და მისი ეფექტურობა შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული სისხლძარღვოვანი გართულებების ექსპერიმენტულ მკურნალობაში”.

გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 4 საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. პროფესიული განვითარების კუთხით მუდმივად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში. ჩართულია სამეცნიერო-კვლევით პროცესებში და გაცვლით პროგრამებში  სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებსა და  ლაბორატორიებში.

გენეტიკა/ბიოქიმიის მიმართულება

ეკატერინე კლდიაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიოლოგიაში უჯრედის ბიოლოგიის სპეციალობით (1995 წ) და ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი სპეციალობით ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგია (2003 წ).

ეკატერინე არის პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) პროფესორი, ის ხელმძღვანელობს თსა-ს ბიოქიმიისა და გენეტიკის დეპარტამენტს და 2019 წლიდან იკავებს  თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორატურის სამსახურის უფროსის პოზიციას.

ეკატერინე კლდიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა NATO-ს ქსელური ინფრასტრუქტურის და BSEC-ის, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევის, COST, EaP Twining, 700 for Science, UMCOR-ის პროექტები.

 

ზანდა ბედინაშვილი 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას გენეტიკა/ბიოქიმიის მიმართულებით.

მას 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. 2009 წელს ამავე უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი იმუნილოგიასა და გამოყენებით მიკრობიოლოგიაში. ამჟამად იგი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია.

ზანდა ბედინაშვილს გააჩნია 11-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს  შპს “მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრში” მოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

იმუნოლოგიის მიმართულება

მარიამ თევზაძე 2017 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იმუნოლოგიის მიმართულებით.

მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

მარიამ თევზაძეს აქვს 17-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

1999 წლიდან მოყოლებული მონაწილეობა აქვს მიღებული რამოდენიმე TEMPUS/TACIS-ის პროექტში და გავლილი აქვს ტრენინგები დიდ ბრიტანეთსა (UCL, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი) და სლოვენიაში.

მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულება

ამირან ქორიძე 2012 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.

ამირან ქორიძემ 1974 წელს დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1995 წელს ჰუმანიტარული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მას მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

მას  გააჩნია 36-წლიანი პროფესიული გამოცდილება. 2001 წლიდან დღემდე ამირან ქორიძე არის მრავალპროფილიანი კლინიკა   “ჯანმრთელობის სახლის” დირექტორი.

ლეილა ნადარეიშვილი 2016 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.

მან 1977 წელს დაამთავრა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 1978-1980 წლებში მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მან გაიარა კლინიკური ორდინატურა სპეციალობით “მეანობა-გინეკოლოგია”, ხოლო 2002 წელს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ლეილა ნადარეიშვილს 30-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამაჟამად იგი არის ჩაჩავას კლინიკაში დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი - კლინიკური მენეჯერი.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

თამარ გოგია 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.

მან 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი.  2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

თამარ გოგიას აქვს 20-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში ექიმ  მეან-გინეკოლოგად. 

პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

მალხაზ ონიაშვილი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.

მან 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ამის შემდეგ 1994-1995 წლებში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი  სპეციალობაში “მეანობა- გინეკოლოგია”.  2004 წელს ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა ფარმაცევტული ფაკულტეტი. ამჟამად იგი სწავლას აგრძელებს თსსუ-ს დოქტორანტურაში.

მალხაზ ონიაშვილს აქვს 25-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობს შპს “თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის” პერინატალურ და სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტში. იგი არის ქალთა კონსულტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

მიკრობიოლოგიის მიმართულება

ტარას გაბისონია 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მიკრობიოლოგიის მიმართულებით.

ტარას გაბისონია 1982-86 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე. ტარას გაბისონიამ 1987 წელს გაიარა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში შესაბამისი პროფილის კურსი ექიმ-მიკრობიოლოგის სპეციალობით. 1991 წელს მიენიჭა წოდება  სპეციალობაში “მიკრობიოლოგია”. 1994 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.  პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

მას აქვს 32-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და 40-წლიანი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება; იგი არის  260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის ავტორი და  28 პატენტის მფლობელი.  მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20 დისერტაცია.

1997 წლიდან იწარმოება მის მიერ შექმნილი 3 ბაქტერიოფაგული პრეპარატი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. 2002-2019 წლებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 18 საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროექტი.

მაია ზარნაძე 2013 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებული პროფესორი მიკრობიოლოგიის მიმართულებით. ასევე, 2019 წლიდან იგი არის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი.

მაია ზარნაძემ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც 1994 – 1996 წლებში ამავე უნივერსიტეტში გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიაში, ხოლო 2005 წელს, მან დაიცვა დისერტაცია თემაზე “დღენაკლულ  ახალშობილთა სეფსისი”, რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მაია ზარნაძე, პროფესიული განვითარების კუთხით, აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

მანანა ლოლაძე 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მიკრობიოლოგიის მიმართულებით.

მან 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1992 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

ამჟამად იგი მოღვაწეობს გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე.

მანანა ლოლაძე არის 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

პათოლოგიის მიმართულება

ნინო მუსერიძე 2017 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას პათოლოგიის მიმართულებით.

მან 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი. 2006 წელს აკადემიკოს ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მიერ ნინო მუსერიძეს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

მას აქვს კლინიკური საქმიანობის 19-წლიანი გამოცდილება. ამჟამად იგი არის ექიმი პათომორფოლოგი, ემბრიოლოგი და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორი 

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

 

თეონა მუზაშვილი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას პათოლოგიის მიმართულებით.

მან 2015 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.  ამჟამად იგი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პათოლოგანატომი.

თეონა მუზაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად  იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

პედიატრიის მიმართულება

ციცინო ფარულავა 2016 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას პედიატრიის მიმართულებით.

მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  პედიატრიის ფაკულტეტი. 1981-1983 წლებში კი გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა. ამის შემდეგ, 1983-1989 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურმა ინსტიტუტმა მას მიანიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

ციცინო ფარულავას 37-წლიანი კლინიკური საქმიანობისა და 27-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს „ევექსის ჰოსპიტლების“ ი. ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკაში - ბავშვთა გასტროენტეროლოგის პოზიციაზე.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

ია ხურცილავა 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას პედიატრიის მიმართულებით.

მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამის შემდეგ,   2011-2014 წლებში მან გაიარა თსსუ-ს დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  რეზიდენტურა სპეციალობით - ბავშვთა ენდოკრინოლოგია. ხოლო 2015-2017 წლებში ამავე ინსტიტუტის რეზიდენტურა სპეციალობით - პედიატრია.  ამჟამად იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის  მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

მას გააჩნია 9-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგის პოზიციაზე.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

ფარმაკოლოგიის მიმართულება

  1. ნათელა გოგიტიძე 2012 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ფარმაკოლოგიის მიმართულებით.

    ნათელა გოგიტიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

    მას გააჩნია 47-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამჟამად არის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის  მეცნიერ-თანამშრომელი.

    მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი, მოდიფიცირებული და სინთეზური ნაერთების ფარმაკოლოგიური აქტივობის  შესწავლა;   ფარმაცევტული პროდუქტების უსაფრთხოების   შეფასება.

    ნ. გოგიტიძე არის  სინუსიტებისა და ოტიტების სამკურნალო საშუალება  „სინუფორტე“-ს  და ანტივირუსული და ანტიმიკოზური პრეპარატი „ლაზოლექსი“ -ს ერთ-ერთი შემქმნელი.

    გამოქვეყნებული აქვს  50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია და მიღებული აქვს 2 პატენტი.

ფიზიოლოგიის მიმართულება

  1. თამარ გაიხარაშვილი 2018 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებული პროფესორი ფიზიოლოგიის მიმართულებით.  2019 წლიდან იგი იკავებს თსა-ს რექტორის მოადგილის პოზიციას სასწავლო რესურსების განვითარების მიმართულებით.

    თამარ გაიხარაშვილმა 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ექიმ-პედიატრის სპეციალობით. 2005 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

     

    პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

ფსიქიატრიის მიმართულება

  1. მანანა ბოკუჩავა 2012 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) პროფესორი ფსიქიატრიის მიმართულებით.

    მანანა ბოკუჩავას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტის ორდინატურა,  სსრკ-ის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი).

    მანანა ბოკუჩავა წლების განმავლობაში მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში, იყო   კლინიკური განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. აქვს  31-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

    გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია: „აფექტურ აშლილობათა ფსიქოპათოლოგიის ასაკობრივი თავისებურებანი“,   სახელმძღვანელო: „ზოგადი ფსიქოპათოლოგია“

ქირურგიის მიმართულება

  1. ოტტო დაპუნტი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით.

    მან 1982 წელს დაამთავრა მედიცინის სკოლა ინსბრუკში, ავსტრია. ამის შემდეგ, 1982-1995 წლებში ოტტო დაპუნტმა გაიარა რეზიდენტურა შემდეგი სპეციალობებით: “უროლოგია”, “ზოგადი და ვასკულარული ქირურგია”, “გულის ქირურგია”. ასევე, 1990 წელს მან დაამთავრა ჰანოვერის სამედიცინო სკოლა, ქ. ჰანოვერი, გერმანია. 1994 წელს ინსბურკის უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    1994-1996 წლებში ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაკავებული ჰქონდა უფროსი ქირურგის და ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია და ამავე დროს იყო გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ხელმძღვანელი.  1997-1999 წლებში იგი მოღვაწეობას აგრძელებდა კიოლნის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. ამის შემდეგ, 1999-2014 წლებში ოტტო დაპუნტი მუშაობდა გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ოლდენბურგის კლინიკაში, გერმანია. 2014-2019 წლებში იგი ხელმძღვანელობდა გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ცენტრს, ავსტრია. 2019 წლიდან არის კონსულტანტი გულის ქირურგიაში კლინიკა “გულში”, საქართველო.

  1. გია ნემსაძე 2016 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით (ონკოლოგია). 

    გია ნემსაძემ 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 1983 წელს მან მიიღო მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (ქ. ლენინგრადი, რუსეთი), ხოლო 1991 წელს მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი 1998 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2004 წელს კი მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო - პედაგოგიური წოდება  სპეციალობაში “ონკოლოგია” .

    გია ნემსაძე არის კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და მას კლინიკური საქმიანობის  მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.  ამასთანავე, იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  1. კახაბერ ქუნთელია  2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით (სისხლძარღვთა ქირურგია).

    კახაბერ ქუნთელიამ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ამის შემდეგ, 1990–1991 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში, ვასკულურ და მიკროქირურგიულ განყოფილებაში გაიარა ინტერნატურა ზოგადი ქირურგიის სპეციალობით. 2004  წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი სისხლძარღვთა ქირურგიაში.

    კახაბერ ქუნთელიას კლინიკური მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება გააჩნია. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. ლეონიდე თოხაძე  2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით (სისხლძარღვთა ქირურგია).

    ლეონიდე თოხაძემ  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. რის შემდეგაც 1981-1982 წლებში გაიარა ინტერნატურა ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.  1997 წელს მას მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური  წოდება ქირურგიის სპეციალობით.

    ლეონიდე თოხაძეს კლინიკური საქმიანობის 38-წლიანი გამოცდილება გააჩნია. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

    ლეონიდე თოხაძე დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

  1. ირაკლი ჭელიშვილი 2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით (ნეიროქირურგია).

    ირაკლი ჭელიშვილმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1991 – 1992 წლებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა ინტერნატურა სპეციალობით „ნევროლოგია“.  2002 წელს ამავე უნივერსიტეტის მიერ  ირაკლი ჭელიშვილს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

    ამჟამად ირაკლი ჭელიშვილი არის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი “ინოვა”-ს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი.

    ირაკლი ჭელიშვილს კლინიკური საქმიანობის 23-წლიანი გამოცდილება გააჩნია. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. ლუხუმ ჭანტურია 2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით (ტრავმატოლოგია).

    მან 1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის  სამკურნალო ფაკულტეტი. 2008 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    2000 წლიდან სხვადასხვა კლინიკის მიწვეული პრაქტიკოსი ექიმია. იგი 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ექსპერტია ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში. ამავე  პერიდოდიდან დღემდე იგი არის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მწვავე ტრავმისა და ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. გიორგი გვახარია 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებული პროფესორი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით.

    ამჟამად გიორგი გვახარია არის ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას გააჩნია 39-წლიანი კლინიკური საქმიანობის,  ხოლო 30-წლიანი  პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

    2000 წელს გიორგი გვახარიას საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება,  სპეციალობით - ქირურგია. იგი სერტიფიცირებულია ზოგად  ქირურგიაში, თორაკალურ  ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ  მენეჯმენტში.

    გიორგი გვახარია წლების მანძლზე მუშაობდა საზღვარგარეთ  - ნ.ვ. სკლიფოსოვსკის სახ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი); ი. ზემელვეისის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქ. ბუდაპეშტი), ქ. ჰიორინგის მუნიციპალურ მრავალპროფილურ კლინიკაში (დანია).

    გიორგი გვახარია დაჯილდოვებულია გრ. მუხაძის სახ. მედლით; ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. მედლით  “მხედრული მამაცობისთვის”.

  1. ნიკოლოზ გვახარია 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით.

    მან 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც 1992-1997 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის №1 კათედრაზე, მოსკოვის საქალაქო №15 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე. 2004 წელს მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    ნიკოლოზ გვახარიას გააჩნია 28-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი  აგრძელებს მოღვაწეობას შპს “ჯანმრთელობის სახლში” წამყვანი ქირურგის პოზიციაზე.

გიორგი ბოჭორიშვილი 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის  (უროლოგია) მიმართულებით.

1975 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1975-1977 წლებში ამავე უნივერსიტეტში გაიარა კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში. 1980 წელს მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით “უროლოგია”.  1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.  

სხვადასხვა დროს მუშაობდა ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. ამჟამად იგი არის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შპს “ჯანმრთელობის სახლის” უროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

გიორგი ბოჭორიშვილი არის საქართველოს, ევროპის, ამერიკისა და საერთაშორისო უროლოგთა ასოციაციების  წევრი, ევროპის უროლოგთა სკოლის ლექტორი. მიწვეული პროფესორის რანგში მრავალჯერ სტუმრობდა და მუშაობდა აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში. 2008-2009 წწ., როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი, მუშაობდა ნიუ-იორკის მემორიალურ ჰოსპიტალში. 

გიორგი ბოჭორიშვილი არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი.

ბიძინა კანაშვილი 2020 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა), იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის (ტრავმატოლოგია) მიმართულებით.

მან 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტში გაიარა რეზიდენტურა და 2015 წელს მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია".

შემდგომ პერიოდში, გაიარა სადოქტორო პროგრამა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში, 2018 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს: ამერიკის შეერთებული შტატების, ჰონგ-კონგისა და თურქეთის საუნივერსიტეტო კლინიკებში. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. 

ძირითადი სამუშაო ადგილია ,,მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო", ორთოპედ-ტრავმატოლოგი.

ქცევითი მეცნიერებების მიმართულება

  1. გელა ბესელია 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით.

    2008 წელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ,  გელა ბესელიას  მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ფთიზიატრიაში, პულმონოლოგიასა და ნევროლოგიაში. გავლილი აქვს სტაჟირება ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის უჯრედული ბიოლოგიისა და ანატომიის დეპარტამენტში.

    გელა  ბესელიას აქვს პრაქტიკოს ექიმად მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან არის ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ -თანამშრომელი.

    იგი  არის 11 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მონაწილე, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ორგზის გამარჯვებული და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

    გელა  ბესელია  არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. ის არის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) და ევროპის ნეირომეცნიერთა ასოციაციების ფედერაციის (FENS) წევრი. 2016 წლიდან საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანია.

  1. ნინო შიუკაშვილი 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს  ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით.

    მან 2005 წელს დაამთავრა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ამჟამად, იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი;  

    2015 წლიდან ნინო შიუკაშვილი არის თბილისის სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. მას ასევე აქვს  პედაგოგიური საქმიანობის 8-წლიანი გამოცდილება.

    ნინო შიუკაშვილი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

შინაგანი მედიცინის მიმართულება

  1. ანზორ მელია 2012 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი სნეულებების მიმართულებით. 

    ანზორ მელიამ 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის ი. სეჩენოვის სახ. პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1987 წელს სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტის მიერ მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.

    იგი 1996 წლიდან დღემდე არის კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორი, რომელიც მისი თაოსნობით დაარსდა იმავე წელს.

    ანზორ მელია დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

  1. ირაკლი ავაზაშვილი  2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    ირაკლი ავაზაშვილმა  1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მას 1990 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    ირაკლი ავაზაშვილს გააჩნია 25-წლიანი პედაგოგიური და 38-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამაჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

  1. ანა  რეხვიაშვილი 2012 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ.  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2006 წელს  ამავე უნივერსიტეტში, აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაამთავრა ასპირანტურა სპეციალობით “კარდიოლოგია”. 2009 წელს კი მიენიჭა მედიცინის  დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    ანა რეხვიაშვილს  გააჩნია 17-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში ექიმ-კარდიოლოგად და არტერიული ჰიპერტენზიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელად, არის ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი.

    ანა რეხვიაშვილი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. ნატალია ასათიანი  2014 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით (ენდოკრინოლოგია).

    მან 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ნატალია ასათიანს 1986 წელს კიევის ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტმა მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    ნატალია ასათიანს გააჩნია 43-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრში, ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგედ.

    პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. ირმა ბუჩუკური 2016 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით (დერმატოვენეროლოგია).

    მან 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1989-1991 წლებში გაიარა  ორდინატურა სს “კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტში”. 2006 წელს კი მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

    მას გააჩნია 34-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ირმა ბუჩუკური ამჟამად მოღვაწეობას აგრძელებს მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში ექიმ-დერმატოლოგის პოზიციაზე.

    პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში. იგი არის 14-მდე პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი.

  1. მარინე კანაშვილი 2012 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 2002 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მას მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

     

    მას პროფესიული საქმიანობის 38-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ამჟამად მარინე კანაშვილი აგრძელებს მოღვაწეობას შპს “აკადემიკოს  ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში” ექიმ-ორდინატორის პოზიციაზე. 

  1. ირმა კოკაია 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    ირმა კოკაიამ 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 2003 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკური რეზიდენტურა სამედიცინო პარაზიტოლოგიაში და ტროპიკულ მედიცინაში სპეციალობით  “პარაზიტოლოგია”. 2015 წელს თსსუ-მ ირმა კოკაიას მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    მას გააჩნია 17-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. 2009 წლიდან დღემდე იგი არის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი (ინფექციურ სნეულებანი).

    პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. ნინო კეკენაძე 2019 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით. ამავე პერიოდიდან იგი არის თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი.

    ნინო კეკენაძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც 2002 – 2004 წლებში  რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა კლინიკური ორდინატურა შინაგან სნეულებებში, სპეციალობით „თერაპია“, ხოლო 2006 წელს, ასპირანტურის დასრულების შემდეგ, მოსკოვის ფიზიკური და ქიმიური მედიცინის ინსტიტუტში მან დაიცვა დისერტაცია კარდიოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით, რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    ნინო კეკენაძე 2004 წლიდან მოღვაწეობას აგრძელებს პრაქტიკული მედიცინის (შინაგანი სნეულებები), სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებებით. პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

  1. მარინე  ქარჩავა 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი  განათლების სამწლიანი კურსი გაიარა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტში, დავიდ აქსელროდის ინსტიტუტში. იგი არის ფოგარტის საერთაშორისო ფონდის  (Fogarty International Center, NIH) სტიპენდიატი.  2015 წელს მარინე ქარჩავას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

    2002 წლიდან იგი მოღვაწეობას აგრძელებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმ-ვირუსოლოგის პოზიციაზე.

    პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში. 2002 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და საკონფერენციო პუბლიკაციის ავტორი. ხელმძვანელობს ამერიკის და ევროპის  მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო საგრანტო პროექტებს.

  1. მანანა კუთხაშვილი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.

    მანანა კუთხაშვილმა 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტი. იგი ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს შემდეგ სპეციალობებში: “კარდიოლოგია” და “შინაგანი მედიცინა”.

    მას აქვს 22-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

  1. ნინო ლორთქიფანიძე  2016  წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით (დერმატოვენეროლოგია).

    ნინო ლორთქიფანიძემ 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (თსსუ) სამკურნალო ფაკულტეტი. რის შემდეგაც, 1996-1997 წლებში გაიარა ინტერნატურა ჟორდანიას სახელობის რეპროდუქტოლოგიის ს/კ ინსტიტუტში,   ხოლო 1997-2000 წლებში – კლინიკური ორდინატურა კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტში; 2006 წელს ნინო ლორთქიფანიძეს თსსუ-მ მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

    ნინო ლორთქიფანიძე ამჟამად არის მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, “საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების” პრეზიდენტი. ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის თმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი (EEAHRS).

    პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულება

  1. თამარ შოთაძე 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულებით.

    მან 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო საქმის ფაკულტეტი. 2005 წელს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურა  კრიტიკულ მედიცინაში.

    თამარ შოთაძეს გააჩნია კლინიკური საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება

  1. აკაკი სეფაშვილი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულებით.

    მან 2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო 2016 წელს  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა; ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი; მას აქვს 8-წლიანი გამოცდილება კლინიკური უნარ-ჩევების სწავლებასა და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდების ორგანიზებაში.

    2014 წლიდან იგი ხელმძღვანელობს  თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების ცენტრს.

უცხო ენების მიმართულება

  1. თამარ სვიანაძე 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას უცხო ენების მიმართულებით.

    თამარ სვიანაძემ 2005 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.

    მას გააჩნია პედაგოგიური საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება. პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა

ლელა სტურუა 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის მიმართულებით.

ლელა სტურუა მედიცინის დოქტორი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო მაგისტრია. იგი 1999 წლიდან მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხელმძღვანელობს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტს.

ლელა სტურუას კვლევის სფეროებია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, არაგადამდები დაავადებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, თამბაქო, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, და სხვ.

ლელა სტურუა წლების განმავლობაში გახლდათ მრავალი საერთაშორისო, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებით.

ანა ბარამიძე 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის მიმართულებით.

მან 2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ამის  შემდეგ, 2008-2010 წლებში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიარა რეზიდენტურა რადიოლოგიის სპეციალობით. 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა  მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2011 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში ქ. გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

2011 წლიდან დღემდე მოღვაწეობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კლინიკური კვლევების განყოფილების ხელმღვანელის პოზიციაზე.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე  საერთაშორისო კონფერენციებში.

გვანცა დადიანი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის მიმართულებით.

მან 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2018 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პარალელურად, იგი დაეუფლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან მიმართულებებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 2018 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კვლევებისა და პუბლიკაციების მომზადებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.

მას ჯანდაცვის სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი საქმიანობას აგრძელებს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას კონფერენციებში, ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.

მარინა თოფურიძე  2020  წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში  იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას  ეპიდემიოლოგიის მიმართულებით.

მარინა თოფურიძემ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სამკურნალო ფაკულტეტი და 2008 წელს ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მიერ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ეპიდემიოლოგიაში. ასევე, ის ფლობს აშშ-ს იუნიონ გრადუეთ კოლეჯის, მაუნტ სიანის მედიცინის სკოლის საერთაშორისო სერთიფიკატს ბიოეთიკაში.

ამჟამად, იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტისა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის სკოლის (CAPHRI) დოქტორანტი; 

2010 წლიდან მარინა თოფურიძე მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტისა და ბიოეთიკის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

მას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევითი და იმპლემენტაციური პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების ხელმძღვანელობის გამოცდილება და პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟუნალებში. 

მაია ალხაზაშვილი 2020 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
მაია ალხაზაშვილმა 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პედიატრიული ფაკულტეტი, 1996 წელს გაიარა ინტერნატურა და მიენიჭა ექიმი - პედიატრის კვალიფიკაცია. 2004-2005 წლებში თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა სარეზიდენტო პროგრამა ,,ლაბორატორიულ მედიცინაში“ და შესაბამისად მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები პედიატრიასა და ლაბორატორიულ მედიცინაში. ამჟამად, იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.
2012 წელს მაია ალხაზაშვილმა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაიკავა ლაბორატორიული სერვისების მართვის და რეგიონალური ეპიდზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. 2017 წლიდან კი ხელმძღვანელობს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს.
მაია ალხაზაშვილი გახლავთ მრავალი საერთაშორისო, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებით.

ლელა სერებრიაკოვა 2020 წლიდან იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას თბილისი სამედიცინო აკადემიაში ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით.
ლელა სერებრიაკოვას 2011 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჯანდაცვის სისტემებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ. მას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ფინეთში, ინდოეთსა და ნორვეგიაში. ამჟამად იგი არის კავკასიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით.
ლელა სერებრიაკოვა ჯანდაცვის სფეროში 2004 წლიდან მუშაობს. ამ მიმართულებით იგი იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების ხელმძღვანელი და კონსულტანტი. 2011-2013 წლებში იყო ჯანდაცვის პროგრამებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამჟამად ლელა სერებრიაკოვა მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ასევე კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
მისი კვლევის სფეროებია: ჯანდაცვის დაფინანსება, სამართლიანობა და თანასწორობა ჯანდაცვაში, ჯანდაცვის სისტემების რეფორმები.

ლია ღვინჯილია 2020 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის  (თსა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში  იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.

ლია ღვინჯილიამ 2000 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის შემდეგაც 2000-2002 წლებში აღნიშნული უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე  გაიარა კლინიკური ორდინატურა. 2005 წელს,  ლია ღვინჯილიას ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის მიერ მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2010-2012 წლებში, როგორც ფოგარტის საერთაშორისო ფონდის (Fogarty International Center, NIH) სტიპენდიანტმა, მან გაიარა მაგისტრატურის კურსი ეპიდემიოლოგიის განხრით ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ოლბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში და 2012 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრის  წოდება.

2008 წლიდან ლია ღვინჯილია მუშაობდა USAID საზოგადოებრივი ჯანმნრთელობის პროექტებში (John Snow Inc.). ამჟამად, იგი მოღვაწეობას აგრძელებს US CDC ვირუსული ჰეპატიტის განყოფილების მიერ მონიტორინგისა და შეფასების მენეჯერის კონტრაქტორის პოზიციაზე.

პროფესიული განვითარების კუთხით იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.


თამარ ხურცილავა 2020 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას თბილისი სამედიცინო აკადემიაში გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით.

მან 2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამედიცინო დაზღვევის სფეროში. 2011 წელს სწავლა განაგრძო ინგლისში, ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და მოიპოვა მაგისტრის აკადემიური ხარისხი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე. 2015 წლიდან დაინიშნა “IQ” კლინიკის გენერალურ მენეჯერად და დღემდე აგრძელებს საქმიანობას აღნიშნულ პოზიციაზე. თამარ ხურცილავა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კვლევებსა და პროექტებში.