კურსდამთავრებულთა ასოციაციის შესახებ
კურსდამთავრებულთა ასოციაცია შეიქმნა 2018 წელს თსა-ს კურსდამთავრებულთა ინიციატივით.
ასოციაცია ხელს უწყობს თსა-ს და მისი კურსდამთავრებულების ინტერესებს, კეთილდღეობასა და საგანმანათლებლო მიზნებს, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამკვიდრებას და შენარჩუნებას და მათ უწყვეტ ჩართულობას თსა-ს საქმიანობაში.
კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიზნებია:
  • ასოციაციის წევრებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება
  • თსა-ს კურსდამთავრებულთა და თსა-ს სტუდენტთა საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება
  • თსა-ს დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულთა განვითარების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება
  • კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა
  • თსა-ს საქმიანობის მხარდაჭერა
  • სტუდენტებთან და სტუდენტურ გაერთიანებებთან ურთიერთობა
  • კურსდამთავრებულთა საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება


alumni
კურსდამთავრებულთა ასოციაციაში გაწევრიანება
ასოციაციის წევრობა ხელმისაწვდომია თსა-ს ნებისმიერი კურსდამთავრებულისთვის. ასოციაციის წევრად რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი ელექტრონული ფორმის შევსების გზით ფორმის შევსება
ასოციაციის თითოეული წევრი არის ასოციაციის წარმომადგენელი
ასოციაციის მართვის ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრები აირჩევიან ასოციაციის წევრებისგან ელექტრონულად, ფარული კენჭისყრის საფუძველზე

ასოციაციის წევრების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
  • მოკლევადიანი კურსების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
  • თსა-სთან ერთად სამეცნიერო ფორუმების, კლინიკური კონფერენციების მოწყობა და მათში მონაწილეობა
  • საჯარო ლექციის ჩატარების განრიგის შედგენა და განხორციელება
  • კონტაქტების დამყარება ან არსებული კონტაქტების მეშვეობით სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის მიზნით კონსულტაციის გაწევა
  • უცხოელი კოლეგების თსა-სთან კონტაქტის დამყარების ხელშეწყობა და ერთობლივი ლექცია-სემინარების ჩატარების ორგანიზება
  • სტუდენტებისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება