ანატომიური მაგიდა


ადამიანის ანატომია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ნაწილია საბაზისო სამედიცინო განათლების, რომლის შესწავლაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციას.

თბილისის სამედიცინო აკადემიაში ამ მიზნით აქტიურად ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე საშუალებას - ანატომიურ მაგიდას - „Anatomage“.

ანატომიურ მაგიდაში არის კომპიუტერული პროგრამა რომელშიც ჩატვირთულია ოთხი (ორი ქალისა და ორი მამაკაცის) დამუშავებული გვამი (ადამიანის გაყინული სხეულის მილიმეტრების სიზუსტის დაჭრილი და შექმნილი რეალური გამოსახულებები). მაგიდა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ და შევისწავლოთ ადამიანის სხეული მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ დონეზე, ჩავატაროთ სხეულის გაკვეთა, შევისწავლოთ ორგანოთა სისტემებისა და ორგანოების დონეზე. იგი ანატომიის სხვა საგნებთან ინტეგრირების საშუალებას იძლევა. მაგ. ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია, რადიოლოგია და პათოლოგია.

„Anatomage“ გვამის გაკვეთის უსაფრთხო ალტერნატიული საშუალებაა და მნიშვნელოვნად აადვილებს ანატომიის შესწავლას, ზრდის სტუდენტების მოტივაციას და საგნისადმი ინტერესს.

იგი გამოიყენება როგორც ჯგუფური სემინარების ჩატარების, ასევე ინდივიდუალური მუშაობისთვის და ხელმისაწვდომია აკადემიის ნებისმიერი სტუდენტისა და პედაგოგისთვის.