CanMEDS

თსა საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები და შესაბამისად თვითოეული სასწავლო კურსის სწავლის შედეგები გაწერილია ეროვნული დარგობრივი დოკუმენტისა და CanMED კომპეტენციათა ჩარჩოს მიხედვით ;
CanMED კომპეტენციათა ჩარჩო განსაზღვრავს და აღწერს თანამედროვე ექიმის კომპეტენციებს, რომელიც დაჯგუფებულია 6 როლის ქვეშ (კომუნიკატორი, კოლაბორატორი, მენეჯერი, სწავლული, ჯანმრთელობის ადვოკატი, პროფესიონალი) რომელთა ინტეგრირება უნდა მოახდინოს ექიმმა, რომ გახდეს მედიცინის ექსპერტი;
CanMED კომპეტენციათა ჩარჩო შეიქმნა სამეფო კოლეჯში კანადაში და დღეს იგი მსოფლიოში სამედიცინო სკოლების მიერ ყველაზე ფართოდ აღიარებული და გამოყენებული საექიმო კომპეტენციების სისტემაა;
გიზაირებთ ვიდეორგოლს, რომელიც შექმნილია აკადემიის სტუდენტების მიერ CanMED კომპეტენციათა ჩარჩოს შესახებ

პროგრამის სწავლის შედეგები
I მედიცინის ექსპერტი
1. როგორც მედიცინის ექსპერტს, კურსდამთავრებულს გათავისებული აქვს ექიმის 6 როლი;
2. კურსდამთავრებული იყენებს ბიოსამედიცინო და კლინიკური მეცნიერებების ცოდნას კლინიკური პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღებისას;
3. კურსდამთავრებული კონსულტაციას უწევს პაციენტს და აფასებს კლინიკურ შემთხვევას;
4. კურსდამთავრებული უზრუნველყოფს პაციენტისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის დროს;
5. კურსდამთავრებული ახორციელებს რიგ პრაქტიკულ პროცედურებს უსაფრთხოდ და მაღალკვალიფიციურ დონეზე (III-IV);

II კომუნიკატორი
6. კურსდამთავრებული ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას პაციენტთან და პაციენტის ოჯახის წევრებთან;
7. კურსდამთავრებული აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას;
8. კურსდამთავრებული წარადგენს პაციენტის შემთხვევას/ სამეცნიერო კვლევის შედეგებს წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციის სახით;
9. კურსდამთავრებული დემონსტრირებას უკეთებს კომუნიკაციის ინტერპერსონალურ უნარებს:
10.კურსდამთავრებული იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
11. კურსდამთავრებული ახორციელებს ეფექტურ კომუნიკაციას მედიისა და სამართლებლივი ორგანოების წარმომადგენლებთან;

III კოლაბორატორი
12.კურსდამთავრეული ეფექტურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში და თანამშრომლობს კოლეგებთან;

IV მენეჯერი
13. კურსდამთავრებული მართავს კლინიკურ შემთხვევას და ამჟღავნებს ლიდერის უნარებს;
14. კურსდამთავრებული მართავს პირად საკითხებს;

V ჯანმრთელობის ადვოკატი
15. კურსდამთავრებული პრაქტიკულად იყენებს ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ცოდნას პაციენტის საჭიროებების განსაზღვრისათვის;
16. კურსდამთავრებული იყენებს ჯანდაცვის სისტემების ცოდნას ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის პროცესში როგორც ინდივიდუალურ პაციენტთან, ასევე საზოგადოებასთან;

VI სწავლული
17. კურსდამთავრებული ეწევა თვით-სწავლასა და განვითარებას;
18. კურსდამთავრებული პრაქტიკულად იყენებს სამეცნიერო-კვლევითი მეთოდოლოგიის ცოდნას;
19. კურსდამთავრებული იყენებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს სამედიცინო პრაქტიკაში;
20. კურსდამთავრებული ჩართულია პაციენტის, მისი ოჯახის წევრების და კოლეგების სწავლების პროცესში;

VII პროფესიონალი
21. კურსდამთავრებული იყენებს ბიოსამედიცინო ეთიკისა და საექიმო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ცოდნას სამედიცინო პრაქტიკაში;
22.კურსდამთავრებული დემინსტრირებას უკეთებს პროფესიონალურ მიდგომას და ამჟღავნებს ექიმის ზოგად მორალურ ღირებულებებს;
23. კურსდამთავრებული კრიტიკულად აფასებს როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების საქმიანობას;
24. კურსდამთავრებულს აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი;
25. კურსდამთავრებულს აქვს უნარი იმოქმედოს საერთაშორისო კონტექსტში.