“COVID-19 დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის’’ კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლების ნუსხა
(ამბულატორიულ ვიზიტი ექიმთან, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება)
N |
დაწესებულების დასახელება |
რეგიონი |
მისამართი |
1 |
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - ონის სამედიცინო დაწესებულება" |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვ. სვანეთ ი |
ვახტანგ VI-ის ქ. N10 |
2 |
შპს "გორმედი" - ქარელის ცენტრალური საავადმყოფო |
შიდა ქართლი |
სოფ. ბებნისი (ცხინვალის გზატკ. 14) |
3 |
შპს "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო" |
სამეგრელო და ზემო სვანეთი |
ონარია |
4 |
შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი |
კახეთი |
მარჯანიშვილის ქ. N35 |
5 |
შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი |
ქვემო ქართლი |
ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია |
6 |
შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი |
კახეთი |
კახეთის გზატკეცილი N13 |
7 |
შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი |
სამცხე-ჯავახეთი |
სააკაძის ქ. N3 |
8 |
შპს ახალციხის კლინიკა იმედი |
სამცხე-ჯავახეთი |
ახალქალაქის გზატკეცილი , ჩიხი N3 |
9 |
შპს "მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი - ჯანმრთელი თაობა" |
მცხეთა-თიანეთი |
კოსტავას ქ. N28 |
10 |
სს "ევექსის ჰოსპიტლები" - ფოთის ჰოსპიტლები |
ფოთი |
ბელიაშვილის ქ. N42 |
11 |
შპს "გორმედი" |
შიდა ქართლი |
ცხინვალის გზატკეცილი N14ა |
12 |
სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი" |
თბილისი |
ალ.ყაზბეგის ქ. N16 |
13 |
შპს "ულტრამედი" |
თბილისი |
ქ. თბილისი, |
14 |
შპს "მედისონ ჰოლდინგი" ფილიალი 1 |
თბილისი |
ქ. თბილისი, გობრონიძის ქ N27 |
15 |
შპს "მედისონ ჰოლდინგი" ფილიალი 2 |
თბილისი |
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11 |
16 |
შპს "მედისონ ჰოლდინგი" ფილიალი 3 |
თბილისი |
ქ. თბილისი, კალოუბნის ქ N12 |
17 |
სს ევექსის კლინიკები- მთაწმინდის პოლიკლინიკა |
თბილისი |
ქ. თბილისი, ვეკუას N3 |
18 |
შპს "მედკაპიტალი"_3 |
თბილისი |
ქ. თბილისი, ი. ვეკუას ქ. N18 |
19 |
შპს "მედკაპიტალი"_1 |
თბილისი |
ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ, N19 |
20 |
შპს "მედკაპიტალი"_2 |
თბილისი |
ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. მე-4 კვ. მე-3 კ |
21 |
შპს "ქ. თბილისის N19 მოზრდილთა პოლიკლინიკა" |
თბილისი |
ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. N23 |
22 |
სს ევექსის კლინიკები დიდუბის პოლიკლინიკა |
თბილისი |
ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. N123 |
23 |
შპს "არქიმედეს კლინიკა" - ლაგოდეხი |
კახეთი |
9 აპრილის ქ N48ა |
24 |
შპს "არქიმედეს კლინიკა" - სენაკი |
სამეგრელო და ზემო სვანეთი |
რუსთაველის ქ. N110 |
25 |
სს ევექსის კლინიკები ვარკეთილის პოლიკლინიკა |
თბილისი |
ქ. თბილისი, ჯავახეთის N30 |
26 |
სს ევექსის კლინიკები ისნის პოლიკლინიკა |
თბილისი |
ქ. თბილისი, ქეთვან წამებულის გამზ. N69 |
27 |
სს ევექსის კლინიკები საბურთალოს პოლიკლინიკა |
თბილისი |
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. N40 |
28 |
შპს "ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო" |
აჭარა |
ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ N2 |
29 |
შპს "მედალფა ბათუმის კლინიკა" |
აჭარა |
ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის შესახვ. N2 |
30 |
სს "ევექსის ჰოსპიტლები" - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი |
სამეგრელო და ზემო სვანეთი |
გამსახურდიას ქ. N206 |
31 |
შპს "ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი" |
იმერეთი |
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. N5/7 |
32 |
შპს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" |
თბილისი |
ქ. თბილისი, ვარკეთილი-3 IV მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430 |
33 |
შპს "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი" |
აჭარა |
ქ. ბათუმი, ჯემალ ქათამაძის ქ N11 |
34 |
შპს "წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო" |
თბილისი |
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ N33 |
35 |
შპს "ჯერარსი" |
თბილისი |
ქ. თბილისი, მუხიანის ქ 2ა |
36 |
შპს "პირველი სამედიცინო ცენტრი" |
თბილისი |
ქ. თბილისი. ც. დადიანის ქ. 255 |
37 |
შპს "Krol Medical Corporation"_ვაკე |
თბილისი |
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N44 |
38 |
შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" |
თბილისი |
ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ N57 |
39 |
სს "რუსთავის N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი" |
ქვემო ქართლი |
ქ. რუსთავი, N1 |
40 |
ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი |
თბილისი |
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 13/მიხეილ ჭიაურელის 6 |
41 |
შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" |
თბილისი |
ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16 |
42 |
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" |
თბილისი |
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29 |
წყარო: Global Center for Good Governance in Tobacco Control, 2020
The Union’s statement on COVID-19 and Smoking, 3 April 2020
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC)
ხშირად დაიბანეთ ხელები
ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
რატომ?
ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.
სასუნთქი სისტემის ჰიგიენა
ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.
რატომ?
ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.
ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.
შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია
შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
რატომ?
რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
რატომ?
ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.
თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.
თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.
რატომ?
როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.
თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.
თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.
ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;
თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.
მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).
მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.
განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.
გამოყენებული ლიტერატურა
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public?fbclid=IwAR1rlSwfL7bNqckl-w7TpOKSSQf6ch8w6jexYboauzf1Bpw2KAZUE-yECr8