ლაივ-სტატისტიკა

გაიგე მეტი კორონავირუსის შესახებ

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.


„მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში. 1 ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები. ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი საზღვრების გახსნა მას შემდეგ, რაც მოიხსნა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელიც ტურისტული მიმართულებებია ყველაზე უსაფრთხო პოტენციური მოგზაურებისთვის? სამოგზაურო ვებგვერდმა European Best Destination ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი. ყურადღება გამახვილებულია ვირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ტურისტულ მიმართულებებზე, რომლებმაც ასევე განახორციელეს ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური პროტოკოლები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები“, - ნათქვამია სტატიაში.


წყარო: https://www.lonelyplanet.com/articles/safest-european-destinations?fbclid=IwAR0HDPY62vYuOEP65lRjd-eAoPm8tbEhTtGctyvBskGR-OKnU8YdUwyf6TQ

COVID

COVID

COVID

COVID


COVID
COVID
COVID
COVID
COVID


COVID


COVID


COVID


COVID

იცოდეთ, მოემზადეთ, დაიცავით

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაცია ქრონიკული დაავადების მქონე პირების, მათი ოჯახის წვერებისა და მომვლელებისათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი?
როგორ უნდა მოემზადოთ?

•გაეცანით ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ სანდო წყაროებზე დაფუძნებულ ინფორმაციას
•შეივსეთ თქვენთვის დანიშნული მედიკამენტების მარაგი
•იქონიეთ თერმომეტრი, ხელსახოცი, მაღალი ტემპერატურის სამკურნალო პრეპარატები
•შეძლებისდაგვარად იყავით ფიზიკურად აქტიურები
•იქონიეთ საკმარისი საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოეზადეთ ეტაპობრივად
•გააქტიურეთ სოციალური კონტაქტები. დაუკავშირდით ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და ერთობლივად შეიმუშავეთ გეგმა, თუ რას გააკეთებთ  COVID-19-ის გავრცელების და/ან თქვენი ავად გახდომის შემთხვევაში
•მიჰყევით ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციებს
•დაიცავით ჰიგიენის წესები
რა უნდა გააკეთოთ, თუ ავად გახდით?

•თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები - ხველა, მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება:
•დარჩით სახლში და დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს
•უთხარით თქვენი ქრონიკული დავადების შესახებ
როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები

•ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში; თუ არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი:
•ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
•ცხვირის მოხოცვის, ხველისა და ცემინების შემდეგ;
•სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტის შემდეგ.
მოერიდეთ დაავადებულ პირებთან კონტაქტს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახველებს. ნუ შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელებით. დაიცავით კარანტინის და ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციები დაიცავით დისტანცირების წესები:
•მოერიდეთ ხალხმრავლობას, განსაკუთრებით ჩაკეტილ და ცუდად ვენტილირებულ სივრცეებში. სურსათის საყიდლად არ წახვიდეთ პიკის საათებში
•ეცადეთ ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე
•კარანტინის პერიოდში ეცადეთ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახვიდეთ

ჰარვარდის და კრეტის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც მოცემულია მტკიცებულებების სისტემური მიმოხილვა, აღწერილია, რომ მოწევა ასოცირდება COVID-19–ის განვითარების ნეგატიურ ტენდენციებთან და ნეგატიურ გამოსავალთან. ავტორებმა გამოთვალეს, რომ მწეველებში მწვავე სიმპტომების განვითარების რისკი 1.4-ჯერ მაღალია არამწეველებთან შედარებით, ხოლო ინტენსიური თერაპიისა და მექანიკური ვენტილაციის საჭიროება 2.4-ჯერ იმატებს. ასევე 2.4-ჯერ მაღალია სიკვდილის რისკიც (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, 2020 წლის 20 მარტი).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, დიაბეტი, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და სიმსივნე, აქვთ COVID-19-ის მწვავე ფორმის განვითარებისა და ფატალური გამოსავლის უფრო მაღალი რისკი. მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც მას უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციის მიმართ. "ახლა საუკეთესო დროა თავი დაანებოთ მოწევას" ამბობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის ("The Union") თამბაქოს კონტროლის მიმართულების დირექტორი, გან ქუანი.
თებერვალში, სამედიცინო ჟურნალში "New England Journal of Medicine" გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა COVID-19-ით ინფიცირებული 1099 პაციენტი. პაციენტების 16.9%, რომლებსაც COVID-19 ინფექციის მწვავე სიმპტომები აღენიშნებოდათ, ამჟამინდელი მწეველები იყვნენ, ხოლო 5.2% - ყოფილი მწეველები. პაციენტების 25%, რომლებსაც დაჭირდათ მექანიკური ვენტილაცია, ინტენსიურ განყოფილებაში განთავსება ან შემთხვევა ლეტალურად დასრულდა - მწეველები იყვნენ.
თამბაქოს ეპიდემია ყოველწლიურად 8 მილიონ ადამიანს კლავს. COVID-19-ის გამო კი, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოწევა ზრდის სასუნთქი გზების ინფექციის რისკს და, შესაბამისად, იზრდება COVID-19-ით დაინფიცირების რისკიც.
ამერიკელი ჯანმრთელობის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ შეწყვიტონ ელექტრონული სიგარეტის და სხვა მსგავსი მოწყობილობების მოხმარება. მათი თქმით, სიგარეტის შემცვლელი მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი ბოლის ჩასუნთქვა სახესთან ახლოს, დახველების ტოლფასია.
მწეველები უფრო დაუცველები არიან გრიპისგან, ისევე, როგორც კორონავირუსისგან. COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ მწეველებს, შესაძლოა, ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რაც ნაადრევ სიკვდილს გამოიწვევს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მოწევის შემცირება ან თავის დანებება ხელს უწყობს COVID-19-ის ინფექციის საზოგადოებაში გავრცელების შემცირებას.
მწეველთა შორის COVID-19–ით დაავადების პროგრესირება ცხადყოფს, თუ რამდენად უარყოფითია მოწევის შედეგები. მოწევისგან გამოწვეული ზიანი რეალურია და, ამიტომ, აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება. საკარანტინო და იზოლაციის რეგულაციები ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, რაც თავის მხრივ, უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ისეთი მავნე ჩვევებისთვის, როგორიცაა მოწევა. პერსონალის სიმცირის გამო, ისედაც არსებობს პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში COVID-19-თან გამკლავების კუთხით, მწეველობით გამოწვეული და მწველობის გამო გართულებული დაავადებების მკურნალობა კი უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და დამატებით ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემას.
ჯანმრთელობის ექსპერტებმა ინდონეზიაში, ისრაელში, იაპონიაში, ირლანდიაში და სამხრეთ აფრიკაში ადამიანებს მოწევის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდეს. COVID-19-ის გადაცემის თავიდან ასაცილებლად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა ჩილიმის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში; ასევე, 2020 წლის 2 მარტს ნიუ-იორკის მერმა განაცხადა, რომ მოწევა ხალხს უფრო დაუცველს ხდის COVID-19–ით ინფიცირებისგან და მოუწოდა მათ თავი დაენებებინათ მოწევისთვის.
შევხედოთ COVID-19-ის კრიზისს, როგორც საშუალებას, ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 1 მილიარდ მწეველს თავი დაანებონ მოწევას, რათა თავიდან ავიცილოთ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილი.
მავნე ჩვევებისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით.

წყარო: Global Center for Good Governance in Tobacco Control, 2020
The Union’s statement on COVID-19 and Smoking, 3 April 2020


გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მოწყვლადი ამ ვირუსთან, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ქალი ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. ამიტომ, მათი რეკომენდაციით, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
რეკომენდაციები ორსულებისთვის
ორგანიზაციის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული: ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს; ხელების ხშირი დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტიანი ხსნარით დამუშავება; დაცემინება მოხრილ მკლავში ან პირსა და ცხვირზე ხელსახოცის აფარება.
რაც შეეხება იმ სიტუაციებს, როდესაც ორსულებს COVID-19 უდასტურდებათ, მათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათივე მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
რეკომენდაციები მეძუძური დედებისთვის
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. მათი თქმით, დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს მაგრამ უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი ზომები. კერძოდ:
  • სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებონ, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც);
  • - მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით);
  • - საჭიროა დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია;
  • - თუ დედა ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს. ამ დროსაც აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ღონისძიებები, რომლებიც გატარდა საქართველოში, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე:

COVID

საქართველო და ახალი კორონავირუსის სტატისტიკა: (04.04.2020-ის მდგომარეობით)

COVID

COVID

COVID

COVID

Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face Smiley face

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID

COVID


COVID


COVID

COVID

COVID

COVID

COVID


კორონავირუსით (COVID19-ის) გამოწვეულმა მიმდინარე პანდემიამ ნათლად გამოავლინა ვაქცინებისა და ანტივირუსული მკურნალობის სწრაფი შემუშავების საჭიროება იმისათვის, რათა შემცირდეს აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა და სიკვდილიანობა.
ბიო-ფარმაცევტულმა მრეწველობამ სწრაფადვე უპასუხა ამ გამოწვევას და პანდემიასთან ბრძოლისათვის სულ მცირე, 80 სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტი შემუშავების სტადიაშია.
თუმცა, აღნიშნული პანდემიის უკან  იმალება საკმაოდ დიდი საფრთხე,  რომელიც უკვე კლავს ასობით ათას ადამიანს მსოფლიოში და გაართულებს  Covid19- ით დაავადებული მრავალი პაციენტის მკურნალობას.  დაფარულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტულობა — ბაქტერიები, რომლებსაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვერ ანადგურებს. სამწუხაროდ, ამგვარ მომაკვდინებელ ინფექციებთან გასამკლავებლად საჭირო წამლის არსენალი საკმაოდ მწირია.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები მზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენენ.  მხოლოდ აშშ-ში, 2.8 მილიონი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია ვლინდება  ყოველწლიურად და 35,000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური ციფრები გაცილებით მეტია. ე.წ. სუპერბაქტერიები , რომლებიც იწვევენ ამ ინფექციებს, მრავლდებიან საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებში, და რისკის ქვეშ აყენებენ  მსუბუქი თუ მძიმე დაავადების მქონე არაერთ პაციენტს.
რეზისტენტული ბაქტერიების გამო ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც უფრო მოწყვლადები არიან ისეთი ვირუსული ინფექციებისადმი, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული სინდრომი  (SARS) Covid-19 და ა.შ.  მაგალითად, 2009 წელს H1N1 გრიპის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით იმსხვერპლა თითქმის 300,000 ადამიანის სიცოცხლე. ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, გარდაცვალების ამ შემთხვევებიდან – 29%-დან 55%-მდე გამოწვეული იყო მეორადი ბაქტერიული პნევმონიით.
როგორც ცნობილია, ვირუსული ინფექციების დროს ადამიანის ორგანიზმზე შეტევა ორ-ეტაპიანია: ვირუსული ინფექცია ასუსტებს ორგანიზმს, რაც აადვილებს რთულად სამკურნალო ბაქტერიის მასში დამკვიდრებას და შემდგომ ვითარდება მეორე ეტაპი- მეორადი ბაქტერიული ინფექცია.
ახალი კორონავირუსი გამონაკლისს არ წარმოადგენს. უკვე ცნობილია რამდენიმე კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით Covid-19-ით ჰოსპიტალიზებული ყოველი 7 პაციენტიდან 1 პაციენტს ემართება საშიში მეორადი ბაქტერიული ინფექცია და აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინფექცია აღენიშნებოდა გარდაცვლილ პაციენტთა 50%-ს. ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტობა შესაძლებელია გახდეს დამატებითი ავადობის წარმოუდგენელი  ტვირთი ჯანდაცვის სისტემისათვის იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია რეანიმაციულ განყოფილებებზე განსაკუთრებულ დატვირთვას ახდენს მის შესაძლებლობებთან შედარებით.
ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ როდის ან სად მოხდება ახალი ეპიდემიისა და პანდემიის წარმოქმნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მეორადი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ამ ეპიდემიებს მოჰყვება. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სუპერბაქტერიებს ,  ახალი ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ აუცილებელია.
იდეალურ სამყაროში, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ახალი ანტიბიოტიკები არსებული რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენება დაუყოვნებლივ შეიძლება Covid-19 მსგავსი პანდემიური კრიზისების დროს. მაგრამ ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება მოითხოვს დროს და განსაკუთრებით დიდ დანახარჯს, ამასთანავე ინვესტიციის ამოღება ფართო გამოყენების გზით ვერ მოხდება, რადგან შემუშავებული ანტიბიოტიკების მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოყენების გზით შეიძლება მათი ეფექტურობის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება.
ამჟამინდელი საავადმყოფობის ხარჯთა ანაზღაურების სისტემები ზოგადად არ უწყობენ ხელს ახალი ანტიბიოტიკების გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც პაციენტს ისინი აუცილებლად ესაჭიროვება, რადგან ახალი თაობის ანტიობიოტიკების გამოყენება წინა თაობის ანტიობიოტიკებზე მეტად ძვირი ჯდება.  საავადმყოფოებს, რომლებსაც მკურანლობის ისედაც მზარდი ხარჯების გამო რთული გამოწვევების წინაშე ყოფნა უწევთ, უჭირთ დაასაბუთონ საკუთარ დანიშნულებებში შედარებით ძვირადღირებული წამლების დანიშვნის საჭიროება. 
ბაზრის აღნიშნული ჩავარდნის გამოსწორება შესაძლებელია, სწორედ მასზეა დამოკიდებული მრავალი ათასი პაციენტის სიცოცხლე  — რაშიც შესაძლებელია მალევე დავრწმუნდეთ Covid-19 შემთხვევების ზრდის პარალელურად.  სამკურნალო ხარჯების ანაზღაურების სისტემის რეფორმა მოიტანს ორ შედეგს – ერთის მხრივ,  გააუმჯობესებს ახალი ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობას და სტიმულს მისცემს კერძო ინვესტირების განხორციელებას მათ შემუშავებაში.
Covid-19-ის კრიზისთან ბრძოლისთვის გაერთიანებასთან ერთად, რომელიც ამჟამად განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალ კრიზისზე. აუცილებელია მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველვყოთ საჭირო ანტიბიოტიკების არსებობა, როგორც დღეს, ისე მომავალში. სწორედ ახლა არის მოქმედებისათვის საუკეთესო დრო.
ჯული ლ. გერბერდინგი, მედიცინის დოქტორი, CDC დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2002-დან 2009 წლამდე.
23.03.2020
https://www.statnews.com/2020/03/23/antibiotic-resistance-hidden-threat-lurking-behind-covid-19/?fbclid=IwAR2pQDFgWFRMLrZ6A3Sg5uPp8L63kt8tkDwSCErn3CvnipBW8NBZJceKsdE


COVID-19 ის შესახებ გავრცელებულმა უამრავმა სწორმა თუ არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ბავშვებზე, რომლებიც ინტერნეტის, ტელევიზიისა თუ სხვა საშუალებებით იღებენ დამთრგუნველ სიახლეებს. შესაძლოა მათ გაუჭირდეთ მედიისაგან ან სხვა ადამიანებისაგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. შესაბამისად, ისინი განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან შფოთვისა და სტრესის კუთხით. ღია საუბარი ბავშვებთან, სადაც ისინი მხარდაჭერას იგრძნობენ, დაეხმარება მათ გაიგონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემებს.

 

1.  დაუსვით ღია კითხვები და მოუსმინეთ 



წამოიწყეთ საუბარი ამ თემაზე. გაიგეთ, რა იციან მათ უკვე და მიჰყევით მათ მსჯელობას. თუ იმდენად პატარა ბავშვები გყავთ, რომ მათ ჯერ არ სმენიათ ამ დაავადების გავრცელების შესახებ, არ დაგჭირდებათ ამ თემის წამოჭრა - უბრალოდ, ყოველთვის შეახსენეთ ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ მათში ზედმეტი შიშის გამოწვევის გარეშე.

დარწმუნდით, რომ დაცულ გარემოში ხართ და მიეცით ბავშვებს საშუალება, თავისუფლად გესაუბრონ. საუბრის წამოსაწყებად სასარგებლო იქნება ხატვა, ამბების მოყოლა და სხვა აქტივობები.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, არ გაუბათილოთ ან თავი არ აარიდოთ იმ თემებს, რაზეც ისინი ღელავენ. დაუდასტურეთ, რომ გესმით მათი და დაარწმუნეთ, რომ ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანს გქონდეს შიშის გრძნობა. თქვენი ყურადღების სრული გამოხატვით აჩვენეთ, რომ უსმენთ მათ და დაარწმუნეთ, რომ მათ შეუძლიათ თქვენთან და მათ მასწავლებლებთან ნებისმიერ დროს საუბარი. 

 

2.  იყავით გულწრფელი: აუხსენით სიმართლე ბავშვისთვის გასაგები ფორმით


ბავშვებს აქვთ უფლება, მიიღონ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოში. მაგრამ უფროსებს აქვთ პასუხისმგებლობა, დაიცვან ისინი სტრესისგან. გამოიყენეთ თქვენი შვილების ასაკისთვის შესაფერისი ენა, დააკვირდით მათ რეაქციებს და იყავით მგრძნობიარე მათი შეშფოთების ხარისხის მიმართ.

თუ ვერ სცემთ პასუხს მათ კითხვებს, არ სცადოთ პასუხის გამოცნობა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ ერთად მოიძიოთ პასუხები. ინფორმაციის ძალიან კარგი წყაროებია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციაბის ვებ-გვერდები, როგორიცაა  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი. აუხსენით, რომ ინტერნეტიდან მიღებული ზოგი ინფორმაცია არ არის სწორი და ყველაზე კარგი გზა არის, ვენდოთ ექსპერტებს.

 

3.  აჩვენეთ, როგორ დაიცვან თავი და მათი მეგობრები 


ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბავშვების კორონავირუსისგან და სხვა დაავადებებისგან დასაცავად არის ის, რომ ასწავლოთ ხელების რეგულარული დაბანა. ეს არ უნდა იყოს შიშის გამომწვევი საუბარი.

ასევე უნდა აჩვენოთ ბავშვებს, ხველების ან დაცემინებისას როგორ დაიფარონ პირი მოხრილი მკლავით. აუხსენით, რომ ახლოს არ უნდა მივიდნენ იმ პირებთან, ვისაც აღენიშნება ეს სიმპტომები და სთხოვეთ, გაგაგებინონ, თუ ექნებათ ტემპერატურის მატების შეგრძნება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

 

4. დაამშვიდეთ


როდესაც ტელევიზიით ან ინტერნეტით ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ კადრს, ადვილია ვიფიქროთ, რომ კრიზისმა მთლიანად მოგვიცვა. ბავშვებმა შეიძლება ვერ გაარჩიონ ეკრანზე ნანახი და მათ ირგვლივ არსებული რეალობა და შეიძლება დაიჯერონ, რომ გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგანან. შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის თამაშისა და დასვენების საშუალების მიცემით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ბავშვებს სტრესთან გამკლავებაში. რამდენადაც შესაძლებელია, არ შეცვალოთ მათი რეგულარული რუტინა და დღის განრიგი, განსაკუთრებით დაძინებამდე, ან დაეხმარეთ ახალ გარემოში მათთვის ახალი განრიგის შექმნაში.

თუ თქვენს საცხოვრებელ რეგიონში დაავადების გავრცელებას დიდი მასშტაბები აქვს, შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ დიდი ალბათობით ისინი არ დაავადდებიან, აუხსენით, რომ ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც ემართება კორონავირუსი, დაავადება შედარებით მარტივად გადააქვს და რომ უამრავი უფროსი ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იყოს.

თუ თქვენი შვილი თავს ცუდად გრძნობს, აუხსენით, რომ უნდა დარჩნენ სახლში/საავადმყოფოში, ვინაიდან ეს უფრო უსაფრთხოა პირადად მათთვის და მათი მეგობრებისთვის. დაარწმუნეთ, რომ გესმით, რომ ეს ხშირად რთულია (შეიძლება, შემაშინებელიც ან მოსაწყენიც კი), მაგრამ წესების თანმიმდევრული დაცვა ყველას უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.

 

5. შეამოწმეთ, ხომ არ არიან სტიგმის მსხვერპლნი ან გამავრცელებელნი


კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ვრცელდება მსოფლიოში რასისტული დისკრიმინაციის ფაქტების შემთხვევებიც. ამდენად, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ, რომ თქვენი შვილები არც თავად განიცდიან ბულინგს სხვების მხრიდან და არც თვითონ ავიწროვებენ სხვებს ამ ნიშნით.

აუხსენით, რომ კორონავირუსი არ არჩევს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, საიდან არის ის, ან რა ენაზე ლაპარაკობს. უთხარით, რომ თუ მათ ჩაგრავენ ან ავიწროვებენ სკოლაში,  უნდა აცნობონ ამის შესახებ იმ უფროსებს, ვისაც თავად ენდობიან.

შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ სკოლაში ყველა იმსახურებს, იყოს უსაფრთხოდ. ბულინგი ყოველთვის ცუდია და ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სიკეთისა და ერთმანეთის მხარდაჭერის გავრცელებაში.

6. მოძებნეთ დამხმარეები 


მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს სიკეთითა და გულუხვობის გამოვლენით.

მოუყევით ამბები ჯანდაცვის მუშაკებზე, მეცნიერებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ. ბავშვებისთვის დიდი შვება იქნება, იცოდნენ, რომ კეთილი ადამიანები მუშაობენ და არ იშურებენ ძალისხმევას.

7. გაუფრთხილდით თქვენ თავს


თქვენ უფრო კარგად დაეხმარებით თქვენს შვილებს, თუ ასევე კარგად უმკლავდებით მდგომარეობას. ბავშვები მოგბაძავენ იმაში, თუ როგორ რეაგირებთ გაგონილ ამბებზე. შესაბამისად, როდესაც დაინახავენ, რომ თქვენ მშვიდად ხართ და აკონტროლებთ მდგომარეობას, თავადაც უფრო მშვიდად იქნებიან.

თუ თქვენ დაძაბული ან გაღიზიანებული ხართ, დაუთმეთ ცოტა დრო თქვენს თავს და მიმართეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენთვის სანდო პირებს. გამოყავით დრო ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ რომ დამშვიდდეთ და აღიდგინოთ ძალები.

 

8. დაასრულეთ საუბრები ყურადღების გამოვლენით



მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ბავშვებს სტრესის მდგომარეობაში არ ვტოვებთ. თქვენი საუბრების დასასრულისკენ ეცადეთ შეაფასოთ მათი შფოთვის დონე მათი სხეულის ენაზე დაკვირვებით. დააკვირდით, ჩვეულებრივი ხმით გელაპარაკებიან თუ არა და როგორ სუნთქავენ.

შეახსენეთ ბავშვებს, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვენთან რთულ თემებზე საუბარი. შეახსენეთ, რომ თქვენ ზრუნავთ მათზე, უსმენთ მათ და რომ მათ განკარგულებაში ხართ ნებისმიერ დროს, როდესაც თავს შეშფოთებულად გრძნობენ. 


ინფორმაციის შემდგენი: ჯეიქობ ჰანთი, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი

www.unicef.org


  1. დარჩით სახლში

თქვენ, ან მურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანი უნდა დარჩეთ სახლში. ნუ წახვალთ სამსახურში, სკოლაში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან ტაქსებს, სანამ არ მიიღებთ ინფორმაციას, რომ ამის გაკეთება უსაფრთხოა ან სანამ არ გავა უკვე ხსენებული ვადა (14 დღე). დასაშვებია, საკუთარი ავტომობილით სარგებლობა, იმ შემთხევვაში თუ იმგზავრებთ მარტო და პერიოდულად გაანიავებთ. თუ დაგჭირდებათ სურსათი, სხვა საყიდლები ან მედიკამენტები, დახმარება სთხოვეთ სხვა ადამიანებს. გარდა ამისა, საყიდლები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტელეფონით ან ინტერნეტით. მიწოდების ინსტრუქციაში უნდა აღინიშნოს, რომ საყიდლები უნდა დარჩეს გარეთ, კარებთან, ან ისე, როგორც ეს შესაფერისია თქვენი სახლისთვის.

  1. ნუ გექნებათ კონტაქტი ოჯახის წევრებთან

განცალკევდით თქვენს სახლში სხვა ადიანებისგან თუ მარტო არ ცხოვრობთ, მოთავსდით ცალკე იზოლირებულ ოთახში, სადაც არის კარგი ვენტილაცია და ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი. გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ ეს შესაძლებელია. თუ ამის საშუალება არ არის,
აუცილებელია რეგულარული გაწმენდა. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი - რიგრიგობით უნდა იყოს გამოყენებული- ანუ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ბოლომ უნდა გამოიყენოს და შემდეგ ისევ კარგად გაიწმინდოს. თვითიზოლაციაში მყოფი პირი უნდა იყენებდეს პირსახოცებს (ხელის, სხეულის), რომელსაც ოჯახის სხვა წევრები არ გამოიყენებენ. თუ ცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში (საუნივერსიტეტო საცხოვრებელ ოთახში ან მსგავს ფართში) საერთო სამზარეულოთი, სველი წერტილებით და საცხოვრებელი ფართით, უნდა დარჩეთ თქვენს ოთახში, დახუროთ კარი და ოთახიდან გამოხვიდეთ პირბადით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუ საერთო სამზარეულო გაქვთ (მაგალითად საუნივერსიტეტო საცხოვრებელ ოთახში ან მსგავს ფართში) შეძლებისდაგვარად, თავიდან აიცილეთ სამზარეულოს გამოყენება, სანამ იქ სხვა ადამიანები იმყოფებიან. თუ ეს შეუძლებელია - გაიკეთეთ პირბადე. შეიტანეთ თქვენი საჭმელი თქვენს ოთახში და იქ მიირთვით. თქვენს მიერ გამოყენებული ჭურჭელი და დანაჩანგლი გარეცხეთ სარეცხი საშუალებით და თბილი წყლით და ცალკე პირსახოცის გამოყენებით კარგად გააშრეთ. თუ გაქვთ, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თუ ამ რეკომენდაციების შესრულება შეუძლებელია, სახლში თვითიზოლაცია არ უნდა მოხდეს.


  1. ექიმთან მისვლამდე გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია

სამედიცინო დაწესებულებაში თქვენი ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს თქვენს ექიმთან; მისვლამდე წინასწარ დაურეკეთ მას. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში გაატარონ შესაბამისი ზომები, რომ შეამცირონ სხვა ადამიანებთან თქვენი კონტაქტი.

  1. მითითების შესაბამისად გაიკეთეთ ნიღაბი

გაიკეთეთ ნიღაბი, როდესაც იმყოფებით ოთახში სხვა ადამიანებთან ერთად და/ან ასევე როდესაც მიდიხართ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ თქვენ ვერ ატარებთ ნიღაბს, მაშინ ნიღაბი უნდა გაიკეთონ თქვენმა ოჯახის წევრებმა, როდესაც ერთ ოთახში იქნებით. ნიღბის მოხმარების წესები იხილეთ:
https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=40177aff-0557-4a92-b264-fac95cf288c2

  1. ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი

ხველის და/ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი. გამოყენებული ცხვირსახოცები მოათავსეთ ცელოფნის პარკში (იხ. ქვემოთ პუნქტი 10, ნარჩენების მართვა) და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაიშრეთ. მომვლელებმა უნდა დაიბანონ ხელები და ასევე დაეხმარონ იმ პირს, რომელსაც ისინი უვლიან - დაუყოვნებლივ გადააგდონ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი.

  1. დაიბანეთ ხელები

დაიბანეთ ხელები და დაეხმარეთ იმ პირს, რომელსაც უვლით. ხელები დაიბანეთ ხშირად და საფუძვლიანად საპნითა და გამდინარე წყლით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, და შემდეგ კარგად გაიშრეთ. იგივე წესი ეხება ყველას ვინც ჩართულია თვითიზოლირებული ადამიანის მოვლაში ან მომსახურებაში. თუ ხელი არ გაქვთ დაბანილი, არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირის.

  1. არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები

არ გამოიყენოთ საზიარო თეფშები, ჭიქები, ჭურჭელი, პირსახოცები, თეთრეული ან სხვა ნივთები; იგივე წესებს მიჰყევით, თუ უვლით სხვა ადამიანს. ნივთები გამოყენების შემდეგ, კარგად გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით; თუ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენეთ ის ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის გასარეცხად.
გასარეცხი ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და მათი რეცხვა უნდა მოხდეს განცალკევებით.

  1. შეძლებისდაგვარად დააკვირდით თქვენს სიმპტომებს (ან იმ პირის სიმპტომებს, რომელსაც უვლით)

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, მაგალითად, თუ გიჭირთ სუნთქვა ან თუ იგივე დაემართა იმ ადამიანს, რომელსაც უვლით. თუ ეს გადაუდებელი არ არის, ჯერ დაურეკეთ თქვენთვის დანიშნულ სამედიცინო საკონტაქტო პირს, თქვენთვის მიწოდებულ ნომერზე. თუ სიტუაცია გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს და სასწრაფოს გამოძახება მოგიწევთ, აცნობეთ ოპერატორს, რომ თქვენ იმყოფებით თვითიზოლაციაში (იგივე პრინციპი გამოიყენეთ, თუ საქმე ეხება იმ ადამიანს, რომელსაც უვლით).

  1. ნუ მიიღებთ სტუმრებს

თქვენს ბინაში, სახლში უნდა დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობენ. ნუ მიიღებთ სტუმრებსა და მნახველებს. თუ მიგაჩნიათ, რომ ასეთი აუცილებლობა არსებობს, განიხილეთ ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტთან. თუ სასწრაფოა ისეთ ადამიანთან დაკავშირება, ვინც თქვენი ოჯახის წევრი არ არის, დაურეკეთ და ესაუბრეთ ტელეფონზე.

  1. როდესაც გყავთ შინაური ცხოველები

თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან. თუ ეს გარდაუვალია, დაიბანეთ ხელები კონტაქტამდე და მის შემდეგ.
  1. ნარჩენები

 ყველა ნარჩენი, რომელიც კონტაქტში იყო პირთან, გამოყენებული ცხვირსახოცების და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოთავსდეს ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი შეეკრას. ამის შემდეგ ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და თავი შეუკარით. ასეთი ნარჩენების პარკში არ ჩაყაროთ საკვების ნარჩენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით.

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC)

ხშირად დაიბანეთ ხელები
ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. 
რატომ?
ხელების დაბანა  საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს   ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.  


სასუნთქი სისტემის ჰიგიენა
ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.  ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.  
რატომ?
ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა  და მიკრობების გავრცელებას.
ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი  ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე  და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.


შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია
შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ,  აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. 
რატომ?
რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული  ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.


არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.
რატომ?
ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული. 
თუ  დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და  პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ. 
თუ  გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება  დროულად მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ  იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა  ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა. 
რატომ?
როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია  გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე  შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.


თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.   
თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.


დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ  მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.
ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.  
არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;
თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი. 
მოერიდეთ  ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები). 
მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან  კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად. 
განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან  ჯვარედინი დაბინძურება. 


გამოყენებული ლიტერატურა
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public?fbclid=IwAR1rlSwfL7bNqckl-w7TpOKSSQf6ch8w6jexYboauzf1Bpw2KAZUE-yECr8

2020 წლის 11 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა.  ეს გადაწყვეტილება, ჩინეთის გარეთ ახალი შემთხვევების და დაინფიცირებული ქვეყნების რაოდენობის ზრდის საფუძვლიანი შეფასებით არის მიღებული.
  • გავრცელებისა და სიმძიმის საგანგაშო და ასევე უმოქმედობის მაღალმა დონემ დააჩქარა ამ გადაწყვეტილების მიღება;
  • ამ გადაწყვეტილებით არ იცვლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რისკის შეფასებები და რეკომენდაციები;
  • ეს არის პირველი კორონავირუსი რომელსაც ეწოდა პანდემია, თუმცა ამავდროულად პირველი კონტროლირებადი პანდემიაა;
  • პანდემიის შესახებ განცხადება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქმედებისკენ მოწოდებაა; მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებში გააქტიურდეს საგანგებო სიტაუციების დროს მართვის მექნიზმები;


რას ნიშნავს პანდემიის გამოცხადება?

გავრცელებისა და სიმძიმის საგანგაშო დონის გამო, ჯანმომ COVID-19- დაახასიათა, როგორც პანდემია. პანდემიის სახელწოდება არ ცვლის ჯანმოს მიერ ამ ვირუსით გამოწვეული საფრთხის შეფასებას. ეს არ ცვლის იმას, რასაც ამჟამად აკეთებს როგორც ჯანმო, ასვევე სხვა ქვეყნები.

რა არის პანდემიის გამოცხადების მექანიზმი?

არ არსებობს რაიმე ფორმალური მექანიზმი. ჯანმომ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე დაყრდნობით, რაც განგაშის უმაღლესი დონეა, თუმცა ამ სიტუაციაში და იმის გათვალისწინებით, რომ სიმძიმე, შემთხვევების და დაინფიცირებული ქვეყნების რაოდენობა იზრდება, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ეს ვითარება დაახასიათა, როგორც პანდემია.
რა შეიცვლება კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ?
ჯანმოს გენერალური დირექტორი ქვეყნებს მოუწოდებს, რომ COVID-19-თან საბრძოლველად ზომები ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გააძლიერონ. მათ შორის:
ა) საჭიროა მოხდეს პერსონალის, მარაგის და ტექნიკის იდენტიფიცირება, რომელიც აუცილებელია ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად;
ბ) საჭიროა, რომ განიხილოს თუ როგორ მოხდება პერსონალის ნაკლებობის მოსალოდნელ დონესთან გამკლავება და როგორ შეიძლება შემცირდეს ამის გავლენა აქტივობებზე;
გ) საჭიროა, შეფასდეს აღჭურვილობისა და მასალების სტრატეგიული მარაგები, მათ შორის ისეთი, რაც აუცილებელია დასაქმებულთა ჯანმრთელობის დასაცავად;
დ) პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება;
ე) ისეთი ადგილების, დეპარტამენტების და სერვისების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია დაიხუროს ან შემცირდეს ადამიანური და მატერიალური რესურსის რელოკაციისთვის;
ვ) საჭიროა, ჩამოყალიბდეს პრიორიტეტულ და აუცილებელ სერვისებთან წვდომის სახელმძღვანელოები;
ზ) დასაქმებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების გამოყოფა;
თ) აღდგენის ფაზისთვის გეგმის შემუშავება;

 
 
წყარო:
https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=82931b77-9de3-4edd-8211-03518ba1e91e
https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/20200307-responding-to-covid-19-communitytransmission-final.pdf
https://www.who.int/dg/speeches/detail/who-director-general-s-opening-remarks-at-the-media-briefing-on-covid-19---11-march-2020
https://www.who.int/influenza/preparedness/pandemic/2009-0808_wos_pandemic_readiness_final.pdf?ua=1


კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ შედარებით მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირაციულ დაავადებებს. ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი არა. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. 2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა ახალი კორონავირუსით (nCoV) გამოწვეული ინფექცია. ახლად აღმოჩენილი ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადება. შემთხვევათა უმრავლესობა რეგისტრირებულია ჩინეთში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და დღითი დღე მატულობს შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირაციული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და გარდაცვალებაც კი.

რითი განსხვავდება ერთმანეთსგან COVID-19 და გრიპი?
ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს, COVID-19-თან შედარებით, აქვს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). მიჩნეულია, რომ COVID-19-ის სერიული ინტერვალი 5-6 დღეს შეადგენს, ხოლო გრიპის შემთხვევაში - 3 დღეს. ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-ზე სწრაფად ვრცელდება.

დამატებით, ტრანსმისია ავადობის პირველ 3-5 დღეს ან პოტენციური პრე-სიმპტომური ტრანსმისია (ვირუსის ტრანსმისია სიმპტომების გაჩენამდე) წარმოადგენს ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს გრიპის გავრცელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრეც გავრცელდესდაავადებულიდან ჯანმრთელ ადამიანზე, ამჟამად, აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული როგორც დაავადების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

რეპროდუქციის ციფრი / კონტაგიოზურობის ინდექსი (ერთი შემთხვევიდან  რამდენი მეორადი შემთხვევის გამოწვევა არის შესაძლებელი) COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ორივე დაავადების შემთხვევაში შეფასება კონტექსტის და დროის ფაქტორის შესაბამისად უნდა მოხდეს, რაც ართულებს პირდაპირი შედარებისშესაძლებლობას.

ბავშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გრიპის საზოგადოებაში გასავრცელებლად. COVID-19-ის შემთხვევაში, ამჟამინდელ ცნობებზე დაყრდნობით, ბავშვებზე, ზრდასრულებთან შედარებით, დაავადება ნაკლებ ზეგავლენას ახდენს და კლინიკური დაზიანებადობის მაჩვენებელი დაბალია 0-19 ასაკობრივ ჯგუფში. ასევე, ჩინეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ოჯახში დაავადების გავრცელება ხდება მოზრდილებიდან ბავშვებზე და არა პირიქით.

მაშინ, როდესაც ორი ვირუსული დაავადების მიერ გამოწვეული სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, მძიმე ავადობის შემთხვევაში გარკვეული თავისებურებები მაინც არსებობს. COVID-19-ის შემთხვევაში, შემთხვევების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია, 15% მძიმედ მიმდინარეობს და ოქსიგენოთერაპიას საჭიროებს, ხოლო 5% კრიტიკულად მძიმეა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არის აუცილებელი. ეს ნაწილი, მძიმე და კრიტიკული შემთხვევების, სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება ვიდრე ეს შეიმჩნევა გრიპის შემთხვევაში. 

გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვებში, ორსულებში, ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში. COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს.

COVID-19-ის ლეტალობა გრიპის ლეტალობაზე მაღალია, განსაკუთრებით სეზონურ გრიპთან შედარებით. COVID-19-ის ჭეშმარიტი სიკვდილიანობის დადგენას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ამჟამად არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სიკვდილობის უხეში მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევები გაყოფილი სულ ანგარიშგებულ შემთხვევებზე) 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი (ლეტალურად დასრულებული ანგარიშგებული შემთხვევეის რაოდენობა გაყოფილი ინფიცირებულთა რაოდენობაზე) სავარაუდოდ უფრო დაბალი აღმოჩნდება. სეზონური გრიპის სიკვდილობა ჩვეულებრივ 0.1%-მდეა. ლეტალობა მეტწილად დამოკიდებულია ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობასა და მის ხარისხზე.

ახალი კორონავირუსი (COVID-19) - ეს დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში. ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. (WHO,NCDC)

კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა 
ა) პაციენტი მწვავე რესპირაციული ინფექციით (ცხელებით და ერთერთი რესპირატორული სიმპტომით მაინც, მაგ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა) და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას, რომელიც ახსნიდა კლინიკურ მანიფესტაციას და სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა COVID-19-ის ლოკალური გავრცელების ზონაში
ან
ა.ბ) პაციენტი ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციით და სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ბ) პაციენტი მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციით (ცხელებით და ერთერთი რესპირატორული სიმპტომით მაინც, მაგ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა) და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას, რომელიც ახსნიდა კლინიკურ მანიფესტაციას.

 კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევა, რომლის COVID-19-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
COVID-19-ით ლაბორატორიულად დადასტურებული პირი, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.

კონტაქტში მყოფი (კონტაქტირებული) პირის განსაზღვრება:
ა) კონტაქტში მყოფი პირი არის, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა.ა) COVID-19-ით დაავადებული პაციენტების უშუალო მოვლა, პირადი დამცავი საშუალებების არასათანადოდ გამოყენებისას;
ა.ბ) COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ახლო გარემოში მუშაობა, სასწავლო ოთახებში ყოფნა, შეკრებებზე ყოფნა ან ერთ შინამეურნეობაში ცხოვრება;
ა.გ) COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ერთად მჭიდრო გარემოში (1 მეტრი, 15 წუთი და მეტი ხანგრძლივობით) მგზავრობა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში.

ეპიდემია
(ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული) - რომელიმე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონსა და ქვეყანაში.

პანდემია
(ბერძ. pandemia — მთელი ხალხი) — ეპიდემიის ფართოდ გავრცელება რამდენიმე კონტინენტზე ან მთელს მსოფლიოში.