კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული ტერმინთა
განმარტებები:
ახალი კორონავირუსი (COVID-19) - ეს დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში. ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. (WHO,NCDC)
კორონავირუსის შესაძლო შემთხვევა
ა) პაციენტი მწვავე რესპირაციული ინფექციით (ცხელებით და ერთერთი რესპირატორული სიმპტომით მაინც, მაგ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა) და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას, რომელიც ახსნიდა კლინიკურ მანიფესტაციას და სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა COVID-19-ის ლოკალური გავრცელების ზონაში
ან
ა.ბ) პაციენტი ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციით და სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ბ) პაციენტი მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციით (ცხელებით და ერთერთი რესპირატორული სიმპტომით მაინც, მაგ. ხველა, სუნთქვის უკმარისობა) და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას, რომელიც ახსნიდა კლინიკურ მანიფესტაციას.
კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა
შესაძლო შემთხვევა, რომლის COVID-19-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
COVID-19-ით ლაბორატორიულად დადასტურებული პირი, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.
კონტაქტში მყოფი (კონტაქტირებული) პირის განსაზღვრება:
ა) კონტაქტში მყოფი პირი არის, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა.ა) COVID-19-ით დაავადებული პაციენტების უშუალო მოვლა, პირადი დამცავი საშუალებების არასათანადოდ გამოყენებისას;
ა.ბ) COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ახლო გარემოში მუშაობა, სასწავლო ოთახებში ყოფნა, შეკრებებზე ყოფნა ან ერთ შინამეურნეობაში ცხოვრება;
ა.გ) COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ერთად მჭიდრო გარემოში (1 მეტრი, 15 წუთი და მეტი ხანგრძლივობით) მგზავრობა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში.
ეპიდემია
(ბერძნ. epidemos ხალხში გავრცელებული) - რომელიმე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელება რომელიმე რეგიონსა და ქვეყანაში.
პანდემია
(ბერძ. pandemia — მთელი ხალხი) — ეპიდემიის ფართოდ გავრცელება რამდენიმე კონტინენტზე ან მთელს მსოფლიოში.