კორონავირუსით დაზარალებული ევროპული ქვეყნები და საქართველო, როგორც შედარებით უსაფრთხო ტურისტული ზონა
მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.
„მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და, კვლევის თანახმად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში. 1 ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები. ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი საზღვრების გახსნა მას შემდეგ, რაც მოიხსნა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელიც ტურისტული მიმართულებებია ყველაზე უსაფრთხო პოტენციური მოგზაურებისთვის? სამოგზაურო ვებგვერდმა European Best Destination ახლახანს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი. ყურადღება გამახვილებულია ვირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ტურისტულ მიმართულებებზე, რომლებმაც ასევე განახორციელეს ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური პროტოკოლები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები“, - ნათქვამია სტატიაში.
წყარო:
https://www.lonelyplanet.com/articles/safest-european-destinations?fbclid=IwAR0HDPY62vYuOEP65lRjd-eAoPm8tbEhTtGctyvBskGR-OKnU8YdUwyf6TQ