ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის


გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მოწყვლადი ამ ვირუსთან, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ქალი ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. ამიტომ, მათი რეკომენდაციით, სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.
რეკომენდაციები ორსულებისთვის
ორგანიზაციის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული: ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს; ხელების ხშირი დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტიანი ხსნარით დამუშავება; დაცემინება მოხრილ მკლავში ან პირსა და ცხვირზე ხელსახოცის აფარება.
რაც შეეხება იმ სიტუაციებს, როდესაც ორსულებს COVID-19 უდასტურდებათ, მათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ, მათივე მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
რეკომენდაციები მეძუძური დედებისთვის
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. მათი თქმით, დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს მაგრამ უნდა გაითვალისწინოს აუცილებელი ზომები. კერძოდ:

ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.