ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაცია ქრონიკული დაავადების მქონე პირების, მათი ოჯახის წვერებისა და მომვლელებისათვის

იცოდეთ, მოემზადეთ, დაიცავით

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაცია ქრონიკული დაავადების მქონე პირების, მათი ოჯახის წვერებისა და მომვლელებისათვის.
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი?
როგორ უნდა მოემზადოთ?

•გაეცანით ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ სანდო წყაროებზე დაფუძნებულ ინფორმაციას
•შეივსეთ თქვენთვის დანიშნული მედიკამენტების მარაგი
•იქონიეთ თერმომეტრი, ხელსახოცი, მაღალი ტემპერატურის სამკურნალო პრეპარატები
•შეძლებისდაგვარად იყავით ფიზიკურად აქტიურები
•იქონიეთ საკმარისი საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოეზადეთ ეტაპობრივად
•გააქტიურეთ სოციალური კონტაქტები. დაუკავშირდით ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და ერთობლივად შეიმუშავეთ გეგმა, თუ რას გააკეთებთ  COVID-19-ის გავრცელების და/ან თქვენი ავად გახდომის შემთხვევაში
•მიჰყევით ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციებს
•დაიცავით ჰიგიენის წესები
რა უნდა გააკეთოთ, თუ ავად გახდით?

•თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები - ხველა, მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება:
•დარჩით სახლში და დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს
•უთხარით თქვენი ქრონიკული დავადების შესახებ
როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები

•ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში; თუ არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი:
•ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
•ცხვირის მოხოცვის, ხველისა და ცემინების შემდეგ;
•სხვა ადამიანებთან ახლო კონტაქტის შემდეგ.
მოერიდეთ დაავადებულ პირებთან კონტაქტს, განსაკუთრებით მათ, ვინც ახველებს. ნუ შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელებით. დაიცავით კარანტინის და ჯანდაცვის მუშაკების რეკომენდაციები დაიცავით დისტანცირების წესები:
•მოერიდეთ ხალხმრავლობას, განსაკუთრებით ჩაკეტილ და ცუდად ვენტილირებულ სივრცეებში. სურსათის საყიდლად არ წახვიდეთ პიკის საათებში
•ეცადეთ ივარჯიშოთ სუფთა ჰაერზე
•კარანტინის პერიოდში ეცადეთ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გახვიდეთ