სტუდენტური დებატები

სტუდენტური დებატები თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრადიციას წარმოადგენს. აღნიშნული ღონისძიება ყოველსემესტრულად იმართება და გულისხმობს სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიას. დებატების მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაც, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა საკუთარი პოზიციის დასაცავად, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.
2020 წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული გამოკითხვით სტუდენტებმა ხმათა უმრავლესობით დებატების თემად განსაზღვრეს თემა "იძულებითი ვაქცინაცია - რამდენად ლეგალურია მიდგომა?". აქვე წარმოგიდგენთ ხმათა გადანაწილების დიაგრამას.
Medical School თემა, უდაოდ, საინტერესოა და გულისხმობს ვაქცინაციის ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა:

  • იძულებითი ვაქცინაციის ეთიკური ასპექტები;
  • ვაქცინა - დაავადების პრევენცია თუ დაავადების გამომწვევი?
  • უარი ვაქცინაციაზე - საფრთხე გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის?

  • თუმცა, ეს განსახილველი საკითხების მხოლოდ რამოდენიმე შესაძლო ვარიანტია. ჩაერთეთ, დებატებში, წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრებები და იმსჯელეთ!