არჩევნები
დებულება
ძვირფასო სტუდენტებო,
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სტუდენტური აკადემიის არჩევნებისთვის კანდიდატურების წარდგენა 2022 წლის 21 მარტს დაიწყება და 2022 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება. სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა სტუდენტური აკადემიის სხვადასხვა პოზიციაზე.
სტუდენტური აკადემია არის თსა-ს სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ექსტრაკურიკულურ აქტივობებს, ამასთანავე უზრუნველყოფს სტუდენტთა კეთილდღეობას, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციას და მათში ლიდერული თვისებების ამაღლებას.
კანდიდატურების წარდგენის პერიოდი დაიწყება რეგისტრაციის გახსნით (2022 წლის 21 მარტი), სადაც სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა სტუდენტური აკადემიის ერთ-ერთ თანამდებობაზე შემდეგი პოზიციებიდან:
- ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმისა და კეთილდღეობის ხელმძღვანელები (აირჩევა ერთი სტუდენტი ქართულენოვანი პროგრამიდან, ერთი სტუდენტი ინგლისურენოვანი პროგრამიდან).
- ოპერაციების ხელმძღვანელები (აირჩევა ერთი სტუდენტი ქართულენოვანი პროგრამიდან, ერთი სტუდენტი ინგლისურენოვანი პროგრამიდან).
- კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი (აირჩევა ერთი სტუდენტი, რომელიც სრულყოფილად უნდა ფლობდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენას).
თითოეული პოზიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სტუდენტური აკადემიის დებულებაში.
არჩევნები უნდა ჩატარდეს ყოველი აკადემიური წლის განმავლობაში ერთხელ. არჩეული სტუდენტები ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ ერთი წლის ვადით. ერთი და იმავე სტუდენტის იგივე პოზიციაზე ზედიზედ 2 წლის ვადით არჩევა დაუშვებელია, თუმცა დასაშვებია იგივე სტუდენტის სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევა.
კანდიდატურის წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტის აკადემიური მოსწრება GPA არ უნდა იყოს 1.5 -ზე ნაკლები.
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს დისციპლინური გადაცდომის ისტორია (დისციპლინური გადაცდომის ისტორია ავტომატურად გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).
- კანდიდატი არ უნდა იყოს გამოვლენილი ბულინგში ან სხვა სახის არაეთიკურ ქცევაში.
კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- რეზიუმე ან დეტალური CV, რომელიც აღწერს კანდიდატის მოხალისეობრივ საქმიანობას, ლიდერობის გამოცდილებას და ასევე, მოიცავს სხვა დამატებით ინფორმაციას, რაც კანდიდატის სასარგებლოდ იმოქმედებს (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
- სამოტივაციო წერილი (რა ხედვა აქვს კანდიდატს სტუდენტურ აკადემიასთან დაკავშირებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).
- სარეკომენდაციო წერილი თანატოლებისგან (სხვა ჯგუფის ან კურსის სტუდენტებისგან). თითოეული სარეკომენდაციო წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.
- სტუდენტური აკადემიის დეტალური სამოქმედო გეგმა მომდევნო 1 წლის პერიოდისათვის; თუ რა მიზნებს და ამოცანებს ისახავს კანდიდატი სტუდენტური აკადემიის ეფექტიანი მუშაობისთვის და რა კონკრეტულ ღონისძიებებს შესთავაზებს აკადემიას აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად (დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს).
- ფოტოსურათი, რომელიც დოკუმენტებთან ერთად უნდა აიტვირთოს სისტემაში.
შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (ბიოგრაფია, სამოქმედო გეგმა, ფოტოსურათი) განთავსდება ვებგვერდზე. კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის პერიოდში შეეძლებათ დაამატონ ახალი ინფორმაცია (ფოტოები/ვიდეოები) საკუთარი თავის შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მეტი ხმის მოპოვებაში.
რეგისტრაცია:·
კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე
რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან.
ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნების დღე:
- არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.
- გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.
- არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:
- კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2022 წლის 28 მარტი – 8 აპრილი.
- მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - 2022 წლის 11 აპრილი - 18 აპრილი.
- წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2022 წლის 26 აპრილისა.
- საარჩევნო კამპანიის პერიოდი - 2022 წლის 27 აპრილი - 18 მაისი.
- არჩევნების დღე - 2022 წლის 20 მაისი.
- საბოლოო შედეგების გამოცხადება 2022 წლის 24 მაისი.
განცხადებები