არჩევნები




თსა აცხადებს სტუდენტურ არჩევნებს მრჩეველთა საბჭოს წევრების პოზიციებზე.

თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს თსა-ს რექტორატის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებებით ინსტიტუციური პოლიტიკის, სტრატეგიული განვითარების ხედვის, სამოქმედო გეგმებისა და რეფორმების შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო განათლების, კლინიკური მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფინანსური მართვის, კომუნიკაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებით.  

თსა-ს 2021-2028 წწ. სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა 4 წარმომადგენლის მონაწილეობას არჩევნების გზით, მათ შორის, 2 სტუდენტის საბაზისო და 2 სტუდენტის კლინიკური საფეხურებიდან. ამასთან, არჩეული სტუდენტები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი აკადემიის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი პროგრამებიდან. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყოველ აკადემიურ სასწავლო წელს და სტუდენტთა წარმომადგენლები აირჩევიან 12 თვის ვადით. 

ეგისტრაცია:


არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:



განცხადებები



კანდიდატები