არჩევნები




თსა აცხადებს სტუდენტურ არჩევნებს კურიკულუმის კომიტეტის წევრების პოზიციაზე.

კურიკულუმის კომიტეტი არის რექტორის მიერ შექმნილი კოლეგიალური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ახალი და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარებას და დასამტკიცებლად წარუდგენს თსა-ს რექტორატს. კურიკულუმის კომიტეტის მუდმივი წევრები არიან თსა-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.

კურიკულუმის კომიტეტში თსა-ს 2021-2028 წწ. სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, უნდა შეირჩეს თითო სტუდენტი ყოველი აკადემიური წლიდან, ჯამში 6 სტუდენტი, მათ შორის ქართულენოვანი პროგრამიდან 3 სტუდენტი, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამიდან - 3. კურიკულუმის კომიტეტის წევრ სტუდენტებს აირჩევენ თსა-ს სტუდენტები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყოველ აკადემიურ სასწავლო წელს. კურიკულუმის კომიტეტის ექვსივე წევრს ექნება ვალდებულება რეგულარულად შეიკრიბონ და განიხილონ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

რეგისტრაცია:

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატები რეგისტრირდებიან შემდეგ - ბმულზე

არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:



კანდიდატები



Charles Babu Abraham
Tanuja Bakshi
ნინო ბაუჟაძე
მარიამ წულაძე
თეონა შავაძე
თემურ ინასარიძე
Vikrant Choudhary
Adithya Acharya Sridhar