ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა
მობილობის პროგრამები

Erasmus+ მობილობის პროგრამები

საერთაშორისო მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისა და თვალთახედვის არეალის გაფართოებისთვის. თსა სტუდენტებსა და პერსონალს სთავაზობს

მობილობის პროგრამებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან.

Erasmus+ მობილობის პროგრამები, თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებს, რომელიც ემსახურება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.




თსა-ს პერსონალის მიერ Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების შედეგების დანერგვა წარმატებით ხორციელდება თსა-ს უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის მიერ და აღნიშნული პრაქტიკა მიღებული გამოცდილების დისემინაციისა და იმპლემენტაციის საუკეთესო მაგალითად იქნა შეფასებული Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ.

Erasmus+ მობილობის პროექტი თსა-ს სტუდენტებსა და პერსონალს, სრული დაფინანსებით სთავაზობს სხვადასხვა ვადით მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში. მობილობა სასწავლო მიზნით, თსა-ს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრი, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. მობილობის ვადები და აპლიკაციის პერიოდი ცვალებადია და განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. რეგისტრაცია და სტუდენტთა შერჩევა წარმოებს ღია წესით შესაბამის ვადებში.

შერჩევის კრიტერიუმები
მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება. კონკურსის გამოცხადების შემდეგ მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაბარებულნი იქნებიან ინგლისური ენის წერით გამოცდაზე, რის შემდეგადაც შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ზეპირი გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან. საბოლოო შერჩევის მერე შედგება კონსულტაციები შერჩეულ კანდიდატებთან, რომელიც მიიღებს მობილობის სრულ დაფინანსებას.

ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Erasmus+ მობილობა მეტად კონკურენტულია და რაოდენობრივად შეზღუდული, შესაბამისად, თსა-ს მიერ მოხდება მხოლოდ საუკეთესო კანდიდატების ნომინირება პარტნიორ უნივერსიტეტში.

შემომავალი მობილობები
პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლონ თსა-ში, რისთვისაც უნდა მიმართონ Erasmus+ ოფისს, პარტნიორ უნივერსიტეტში. თსა-ს Erasmus+ ოფისი მზად არის მობილობის მსურველთა კონსულტირებისა და დახმარებისათვის: erasmus@tma.edu.ge

პერსონალის მობილობა
თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მოკლევადიანი მივლინებით (არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა) გაემგზავრონ პარტნიორ უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარების, ტრეინინგის ან კოლეგათა მუშაობის მეთოდიკის გაცნობის (Job Shadowing) მიზნით. მობილობაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი და წარადგინონ მეილზე: erasmus@tma.edu.ge განაცხადს თან უნდა ერთოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV) და მოკლე სამუშაო გეგმა, არაუმეტეს ერთი გვერდისა, რომელშიც კანდიდატი მოკლედ აღწერს მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს და მობილობის მიზნებს. კანდიდატები პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებებიდან ნომინირებულნი იქნებიან პარტნიორ უნივერსიტეტში. დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისათვის მიმართეთ თსა-ს Erasmus+ ოფისს: erasmus@tma.edu.ge

შემომავალი მობილობები
პარტნიორი უნივერსიტეტის პედაგოგიური ან/და ადმინისტრაციული პერსონალის წევრს შეუძლია მოკლევადიანი ვიზიტით ეწვიოს თსა-ს სწავლების ან ტრეინინგის ჩატარების მიზნით. თსა მიესალმება მსგავს მობილობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია, კვლევითი უნარ-ჩვევები და კვლევის წარმოების მეთოდოლოგია. მობილობის მსურველებმა უნდა მიმართონ Erasmus+ ოფისს პარტნიორ უნივერსიტეტში. თსა-ს ოფისი მზად არის მობილობის მსურველთა კონსულტაციისა და დახმარებისათვის. დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: erasmus@tma.edu.ge