მობილობის პროგრამები


Erasmus+ მობილობის პროგრამები

საერთაშორისო მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, გამოცდილების გაზიარებისა და თვალთახედვის არეალის გაფართოებისათვის. თსა სტუდენტებს და პერსონალს სთავაზობს მობილობის პროგრამებს რიგ ევროპულ უნივერსიტეტებთან.
Erasmus+ მობილობის პროგრამები, თავის მხრივ წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებს, რომელიც ემსახურება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
2018-2020 წლების ფარგლებში, თსა-ს მობილობის მიზნით, დამყარებული აქვს პარტნიორობები შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან

Pavol Jozef Šafárik University (Slovakia)
პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

Erasmus University Rotterdam (Netherlands)
როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)

Radboud University (Netherlands)
რადბაუდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)

University of Granada (Spain)
გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

 

Erasmus+ მობილობის პროექტი სთავაზობს თსა-ს სტუდენტებს და პერსონალის წევრებს სხვადასხვა ვადით მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით.
სტუდენტები
მობილობა სასწავლო მიზნით შესაძლებლობას აძლევს თსა-ს სტუდენტებს, ისწავლონ ერთი სემესტრი თსა-ს პარტნიორ უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
მობილობა თსა-დან
მობილობის ვადები და აპლიკაციის პერიოდი ცვალებადია და განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. რეგისტრაცია და სტუდენტთა შერჩევა წარმოებს ღია წესით, შესაბამის ვადებში.
შერჩევის კრიტერიუმები:
მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას B2 დონეზე და ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება.
კონკურსის გამოცხადების შემდეგ მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით. შერჩევა წარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები დაბარებულნი იქნებიან ინგლისური ენის წერით გამოცდაზე, რის შემდეგადაც შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ზეპირი გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან. საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.
საბოლოო შერჩევის მერე შედგება კონსულტაციები შერჩეულ კანდიდატებთან, რომელიც მიიღებს მობილობის სრულ დაფინანსებას.
ძვირფასოსტუდენტებო! გთხოვთგაითვალისწინეთ, რომ Erasmus+ მობილობამეტადკონკურენტულიადარაოდენობრივადშეზღუდული, შესაბამისად, თსა-სმიერმოხდებამხოლოდსაუკეთესოკანდიდატებისნომინირებაპარტნიორუნივერსიტეტში.

შემომავალი მობილობები
პარტნიორიუნივერსიტეტისსტუდენტებსშესაძლებლობააქვთ, ერთისემესტრისმანძილზეისწავლონთსა-ში, რისთვისაცუნდამიმართონErasmus+ ოფისს, პარტნიორუნივერსიტეტში. თსა-სErasmus+ოფისიმზადარისმობილობისმსურველთაკონსულტირებისადადახმარებისათვის.: erasmus@tma.edu.ge

პერსონალის მობილობა

მობილობა თსა-დან
თსა-ს როგორც პედაგოგიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, მოკლევადიანი მივლინებით (არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა) გაემგზავრონ პარტნიორ უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარებისა, ტრეინინგის ან კოლეგათა მუშაობის მეთოდიკის გაცნობის (job shadowing) მიზნით. მობილობაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი; და წარადგინონ მეილზე: Erasmus@tma.edu.ge. განაცხადს თან უნდა ერთოდეს კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV) და მოკლე სამუშაო გეგმა, არაუმეტეს ერთი გვერდისა, რომელშიც კანდიდატი მოკლედ აღწერს მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებს და მობილობის მიზნებს. კანდიდატები პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებებიდან ნომინირებულნი იქნებიან პარტნიორ უნივერსიტეტში. დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისათვის, მიმართეთ თსა-ს Erasmus+ ოფისს: erasmus@tma.edu.ge
შემომავალი მობილობა
პარტნიორი უნივერსიტეტის პედაგოგიური ან/და ადმინისტრაციული პერსონალის წევრს შეუძლია მოკლევადიანი ვიზიტით ეწვიოს თსა-ს სწავლების ან ტრეინინგის ჩატარების მიზნით. თსა მიესალმება მსგავს მობილობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგია, კვლევითი უნარ-ჩვევები და კვლევის წარმოების მეთოდოლოგია. მობილობის მსურველებმა უნდა მიმართონ Erasmus+ ოფისს პარტნიორ უნივერსიტეტში. თსა-ს ოფისი მზად არის მობილობის მსურველთა კონსულტაციისა და დახმარებისათვის. დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: erasmus@tma.edu.ge

University of Granadas
  • გრანადას უნივერსიტეტი წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთი უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაარსებულია 1531 წელს. ამჟამად გრანადას უნივერსიტეტს მოწინავე პოზიციები უკავია უნივერსიტეტთა რეიტინგებში.
  • გრანადას უნივერსიტეტი თსა-ს პარტნიორია Erasmus+ პროექტის ფარგლებში 2018 წლიდან.
  • არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელია მობილობა თსა- დან პერსონალისათვის ტრეინინგისა და ლექციების ჩატარების მიზნით.
  • ამასთან, თსა-ს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ გამოცდილება თსა-ს პერსონალს.

Radboud University Nijmegen
  • რადბაუდის უნივერსიტეტი ნაიმეჰენში ნიდერლანდების ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია, რომელთანაც პარტნიორობა თსა-ს Erasmus+ პროექტის ფარგლებში 2018 წლიდან აკავშირებს.
  • არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელია მობილობა მხოლოდ თსა-ს პერსონალისათვის საზაფხულო სკოლის ტრეინინგ კურსების ფარგლებში.
  • 2019 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში რადბაუდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა თსა-ს 7 წარმომადგენელს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ განემტკიცებინათ და აემაღლებინათ პროფესიული კვალიფიკაცია სხვადასხვა ტრეინინგ ჯგუფში ჩართვის გზით.
  • ამასთან, თსა აქტიურ მონაწილეობას იღებს რადბაუდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულშიც.

University of Pavol Josef Safarik (UPJS)
  • პავოლ იოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტი წარმოადგენს სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი უსდ-ს, რომელიც დაარსებულია 1959 წელს.
  • UPJS თსა-ს პარტნიორია 2018 წლიდან.
  • პარტნიორობის ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა სტუდენტური მობილობა, რომლის ფარგლებშიც თსა-ს სტუდენტს საშუალება ჰქონდა ერთი სემესტრი გაეტარებინა სლოვაკეთში სრული დაფინანსებით.
  • ამასთან, UPJS-თან შესაძლებელია მობილობა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ტრეინინგისა და ლექციების წაკითხვის მიზნით.
  • არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, UPJS-ის პერსონალის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ თსა-ს და გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება.

Erasmus Medical Center, University of Rotterdam (Erasmus MC)
  • ერასმუს როტერდამის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ სამედიცინო-კვლევით დაწესებულებას.
  • Erasmus MC თსა-ს პარტნიორია 2018 წლიდან.
  • პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც სტუდენტების, ასევე პერსონალის მობილობას სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
  • არსებული ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მობილობები:
    • სტუდენტური მობილობა თსა-დან როტერდამში;
    •  
    • სტუდენტური მობილობა როტერდამიდან თსა-ში;
    • პერსონალის მობილობა სწავლებისათვის როტერდამში;
    • პერსონალის მობილობა სწავლებისათვის თსა-ში
  • არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, როგორც Erasmus MC -ის, ასევე თსა-ს პერსონალის წევრებს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ, ტრეინინგის მიზნით მობილობის ფარგლებში.

Girl in a jacket

Girl in a jacket