საგამოცდო ცენტრი

საგამოცდო სისტემა და ინფრასტრუქტურა
თსა-ში გამოცდები მიმდინარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო პლათფორმის, Moodle-ის მეშვეობით, რომელიც დაინსტალირებულია აკადემიის ფიზიკურ სერვერზე და დაცულია სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით. ყოველ გარკვეულ პერიოდში ხდება სისტემის განახლება, რათა სტუდენტებისთვის უფრო კომფორტული გახდეს გამოცდის დაწერა, ხოლო სასწავლო პროცესების მართვის სამსახურისთვის უფრო მარტივი იყოს მონიტორინგი და ნაშრომების შესწორება. საგამოცდო ოთახში ყველა კომპიუტერში ჩაწერილია პროგრამა, რომლელიც მთელს ეკრანზე (Full Screen) ხსნის საგამოცდო სისტემას და მისი გათიშვა ან სხვა ვებ-გვერდზე შესვლა შეუძლებელია გამოცდის დასრულებამდე. კომპიუტერები დაკავშირებულია შიდა ქსელში, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა გათიშული აქვს უსაფრთხოების მიზნით.

აუდიტორიული საგამოცდო პროცესი
სტუდენტები გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გადიან მარტივ იდენტიფიკაციას სიის მიხედვით, იღებენ რომელიმე ფერის ბარათს შერჩევითი მეთოდით, რაც მიუთითების მაგიდების რიგს, ხოლო ბარათზე წერია ნომერი, რომელიც აღნიშნავს კონკრეტულ მაგიდას. ამ პროცესს ფიზიკურად აკვირდება დამკვირვებელი და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის თანამშრომლები სადამკვირვებლო კამერებით. ყველა რეგისტრირებული სტუდენტი თავისი მომხმარებლითა და პაროლით შედის საგამოცდო სისტემაში კონკრეტულ გამოცდაზე, რომელიც მხოლოდ მითითებულ დროს იხსნება. ამის შემდეგ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაიწყონ წერა.

დისტანციური გამოცდების პროცესი
დისტანციური გამოცდა მიმდინარეობს სასწავლო პლათფორმა Moodle-ის მეშვეობით, როგორც აუდიტორიული გამოცდა, თუმცა სტუდენტმა გამოცდის დაწყებამდე უნდა ჩართოს მიკროფონი და კამერა მათთვის კარგად ნაცნობ პლათფორმა Google Meet-ში. ისინი წერის დაწყებამდე ეთანხმებიან საგამოცდო წესებს. პროცესის დროს მიმდინარეობს ვიდეო ჩაწერა მონიტორინგისთვის, ჩანაწერები კი გამოცდების აპელაციის თარიღის დასრულებისას იშლება. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ორი მოწყობილობით შევა გამოცდაზე, სისტემა ავტომატურად დაბლოკავს მის ანგარიშს.