დეპარტამენტის შესახებ

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდებას, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სასწავლო/კვლევით აქტივობებში ჩართვის მეშვეობით. თბილისის სამედიცინო აკადემია მიისწრაფვის დასავლური ინტეგრაციისაკენ, რაც თავის მხრივ, ამყარებს აკადემიის საერთაშორისო აკადემიურ რეპუტაციას. თბილისის სამედიცინო აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტთა განვითარებას სამეცნიერო კუთხით. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, მაქსიმალურად ჩაერთონ სამეცნიერო აქტივობებში და განათლების ადრეული ეტაპიდანვე მიიღონ ღირებული სამეცნიერო გამოცდილება. თსა აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესებში, როგორც Erasmus+ შესაძლებლობების, ასევე, ბილატერალური თანამშრომლობების ფარგლებში და ითვალისწინებს როგორც მობილობის შესაძლებლობებს სტუდენტების და პერსონალის წევრებისთვის, ასევე, ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებს, რაც თავის მხრივ თსა-ს ჭეშმარიტად საერთაშორისო დონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

ხათუნა ხატიაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორი
ნატალია კოჭლაშვილი
მიმდინარე პროექტების კოორდინატორი, ERASMUS+ კოორდინატორი
მაია რატიშვილი
საერთაშორისო სტუდენტთა ჩარიცხვის კოორდინატორი