ბოტოქსი

kidsuni
იცით თუ არა, რომ ბოტოქსი, რომელიც დღეს ასეთი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება, არის ბაქტერიისგან მიღებული ნივთიერება - ტოქსინი. ამ ბაქტერიას ეწოდება კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი (Clostridium botulinum), ტოქსინს კი - ბოტულინოტოქსინი. ეს ტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ნივთიერებაა დედამიწაზე. ბოტულინოტოქსინის მთავარი სამიზნე ნერვული სისტემაა. ის არღვევს ნერვ-კუნთოვან სინაფსში იმპულსის გადაცემას და შედეგად იწვევს კუნთების დამბლას. ამ ტოქსინით მოწამვლის შედეგად ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში დაავადება - ბოტულიზმი. თუმცა გასუფთავებული და ინაქტივირებული სახით ბოტულინოტოქსინი 1970 წლიდან სამკურნალო მიზნით გამოიყენება. თავდაპირველად იგი ოფთალმოლოგიასა (სიელმის სამკურნალოდ) და ნევროლოგიაში (კუნთების სპაზმის მოსახნელად) გამოიყენებოდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა ამ ნივთიერების გვერდითი ეფექტი - თვალის გარშემო, ტუჩებისა და შუბლის არეში ნაოჭების ალაგება. შედეგად, ნაოჭების საწინააღმდეგოდ ბოტოქსის ინექციების გამოყენება ძალიან პოპულარული გახდა. სიბერის დროებით შეჩერება, ნაოჭების გაქრობა, ადამიანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის ჩუქება - ესეც ხელოვნებაა. მიკროორგანიზმების იდუმალი სამყაროს შესაცნობად ჩაერთეთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტში - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“. 2020 წლის სექტემბრის აქტივობებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით - http://tiny.cc/4py5nz.